"ქართული ქარტია" - რას ელოდება მესამე სექტორი პროდასავლური ოპოზიციისგან?
რას ფოქრობენ გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციაბი "ქართულ ქარტიასთან" დაკავშირებით? - მესამე სექტორის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ თავისუფალი, სამართლიანი და გავლენებისგან გათავისუფლებული არჩევნები ნიშნავს ინფორმირებულ ადამიანებს და ამიტომ მათ მიაჩნიათ, რომ მოქალაქეებმა ზუსტად იცოდნენ, რას სთავაზობენ პოლიტიკური პარტიები, იმ შემთხვევაში თუ არჩევნებზე მათ დაუჭერენ მხარს.
მესამე სექტორს პოლიტიკური პარტიებისგან აინტერესებს, როგორ გეგმავენ შეასრულონ ევროკავშირის მიერ დაყებებული 9 პუნქტი, რომელიც EU-ში გასაწევრიანებლად სასიცოცხლოდ მნიშვნალოვანია.
ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიცოდეთ, პოლიტიკური პარტიების მიზნები. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა ხედვები აქვთ მათ 9 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით, რას აპირებენ სასამართლოსთან მიმართებით. ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, იმ შემთხვევაში თუკი კონკრეტული პოლიტიკური პარტიები იქნებიან ხელისუფლებაში ან გაიმარჯვებენ არჩევნებში, მათი როლი რა იქნება და მათი დამოკიდებულება რა იქნება იგივე მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი რაც გააერთიანებს ოპოზიციას და რაც უფრო მეტ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას იმასთან დაკავშირებით, თუ რას აპირებენ პოლიტიკური პოლიტიკური პარტიები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ, ეს რა თქმა უნდა არის კარგი ჩვენთვის, როგორც ამომრჩევლისთვის"- განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორმა, ეკა გიგაურმა.
ნებისმიერი ინიციატივა, სადაც იქნება საუბარი იმასთან დაკავშირებით თუ რა ტიპის გეგმები აქვთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, რა თქმა უნდა ამომრჩეველს წაადგება გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ჩვენ 9 ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი იმისთვის, რომ წინ გავაგრძელოთ სვლა რუსული კანონის მიღმა, ამიტომ აქაც მნიშვნელოვანია, რა ტიპის რეფორმებზე ფიქრობენ პოლიტიკური პარტიები საზოგადოებამ იცოდეს და მოკლედ, ინფორმირებული ამომრჩეველი არის ერთ-ერთი გარანტი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის"- თქვა "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.
17 პროდასავლური პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი "ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერით თანხმდებიან, ამ ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა უნდა დასრულდეს.
"ქართულ აქტზე" ხელმომწერი პოლიტიკოსები იღებენ ვალდებულებას, რომ არჩევნებზე გამარჯვებისთანავე რუსული კანონები გაუქმდება, უსამართლო კლანისგან გათავისუფლდება, ძალოვნები პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლდებიან, თანამდებობაზე კი პროფესიული ნიშნით შერჩეული ადამიანები დაიკავებენ და რაც მთავარია ქვეყნის საგარეო კურსი არ შეიცვლება.