"ოცნებას" ქვეყნის დახურვა და ჩრდილოეთ კორეად გადაქცევა აქვს ოფიციალურად დაანონსებული - ხიდაშელი

04.06.24 15:30
"ოცნებას" ქვეყნის დახურვა და ჩრდილოეთ კორეად გადაქცევა აქვს ოფიციალურად დაანონსებული - ხიდაშელი

"ოცნებას" ქვეყნის დახურვა და ჩრდილოეთ კორეად გადაქცევა აქვს ოფიციალურად დაანონსებული , - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საუბრობს. პოლიტიკოსის თქმით, ხელისუფლებას, სავარაუდოდ, არ სჯერა, რომ ქვეყნის საგარეო კურსიდან გადახვევის გამო სანქციები ელოდებათ.

მათ ოფიციალურად დაანონსებული აქვთ ამ ქვეყნის დახურვა. „იზოლაცია“ კიდევ ლამაზ სიტყვად მეჩვენება, ამ ქვეყნის ჩრდოლოეთ კორეად და ირანად ქცევა. განცდა აქვთ, რომ მათი იზოლაცია არ მოხდება, ქვეყნის იზოლაციაა აქვთ დაანონსებული, ხომ ხედავთ? ერთმანეთის მიყოლებით იძახიან, „რა სანქციები“, „არასერიოზულია“. მგონი, მართლა დააჯერეს ერთმანეთი ამ ლაპარაკში, რომ მათ პირადად არაფერი ემუქრებათ და აი, იქ, ვირტუალურ ვიღაცეებს და სხვებს ექნებათ პრობლემა, - ამბობს თინა ხიდაშელი.

მსგავსი სიახლეები