კობახიძის თავდასხმა ახალგაზრდებზე - რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებს პრემიერი "აგენტებად" აცხადებს

04.06.24 15:37
კობახიძის თავდასხმა ახალგაზრდებზე - რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებს პრემიერი "აგენტებად" აცხადებს

ირაკლი კობახიძის კიდევ ერთი თავდასხმა ახალგაზრდებზე - რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებს პრემიერი "აგენტებად" აცხადებს.  კობახიძე ამტკიცებს, რომ ათობით ადამიანი, ვინც რამდენიმე კვირაა, ქუჩაში დგას და ქვეყნის გარუსებას აპროტესტებს მართულია.

პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ დროებითი ტურბულენტობა, რომელიც ქვეყანაში აპრილის შემდეგ შეინიშნება, ის რესურსია, რომელიც საარჩევნოდ მზადდებოდა და “განიავდა”. 

რაც შეეხება ამ დროებით ტურბულენტობას, რომელიც გვქონდა გასული ორი თვის განმავლობაში, ეს ტურბულენტობა მზადდებოდა ოქტომბერ-ნოემბრისთვის და ჩვენ მოვახერხეთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ: ის რესურსი, რაც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბრისთვის, გაანიავეს ბევრდ უფრო ადრე, გაზაფხულზე”, - ამბობს კობახიძე.

მისივე განცხადებით, საპროტესტო აქციები სინამდვილეში უცხოელი აგენტების მიერ იყო ორგანიზებული.

“ახალგაზრდების პროტესტი” - ეს თქვენი ბრენდირებაა იმ ყველაფრის, რასაც სინამდვილეში ერქვა კოლექტიური ნაცმოძრაობის მიერ ორგანიზებული აქციები. აქ ბევრი გულწრფელი ადამიანიც იყო ჩართული, მაგრამ თვითონ აქციები ორგანიზებული იყო უცხოელი აგენტების მიერ, რომლებსაც ჩვენ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ვუწოდებთ. სამწუხაროდ, ბევრი გულწრფელი ადამიანიც შეუერთდა ამ პროცესს”, - თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები