ისინი ხალხს კი არ უსმენენ, მათ ყურში ჩაესმით ბიძინა ივანიშვილის ხმა - კორძაია "ოცნებაზე"
"ოცნება" ხალხს კი არ უსმენს, მათ ყურში ივანიშვილის ხმა ჩაესმით, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია საუბრობს. ოპოზიციის წევრი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის დავალებების გარეშე, მმართველი ძალა ქვეყანაში ასეთ უბედურებას არ დაატრიალებდა.
ისინი ხალხს კი არ უსმენენ, მათ ყურში ჩაესმით ბიძინა ივანიშვილის ხმა. ეს არის რეალობა. სხვა შემთხთხვევაში, ამ აბსურდს და ამ საშინელებას ქვეყანაში არ დაატრიალებდნენ, რეალურად ხალხს რომ უსმენდნენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს კი არ უსმენენ, ჩაესმით მისი დავალებები და იმის მიხედვით მოქმედებენ, - ამბობს კორძაია.