გარემოსდაცვითი ზედამხედველობა: გამოვლინდა შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი

04.06.24 16:07
გარემოსდაცვითი ზედამხედველობა: გამოვლინდა შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი

შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა - ამ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად.

ირკვევა, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურა. ფოთის სასამართლომ გემი სამართალდამრღვევად ცნო და 65 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა," - წერია განცხადებაში.

 

 

მსგავსი სიახლეები