ცრუ დასმენისთვის ნინო წილოსნის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავს მოქალაქე, რომელსაც დეპუტატი "ადევნებაში" ადანაშაულებს

04.06.24 17:07
ცრუ დასმენისთვის ნინო წილოსნის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას გეგმავს მოქალაქე, რომელსაც დეპუტატი "ადევნებაში" ადანაშაულებს

ნინო წილოსნის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს მოქალაქე, რომელსაც დეპუტატი "ადევნებაში" ადანაშაულებს.

მოქალაქე, რომლის წინააღმდეგაც ძიება აბსურდული მუხლით დაიწყეს, დეპუტატის წინააღდმდეგ ცრუ დასმენისთვის სარჩელს ამზადებს.

დავით კუპრავა ყვება, რომ ის ნინო წილოსანს არ ჩასაფრებია და იმ ტერიტორიაზე, სადაც მან დეპუტატს "მონა" დაუძახა, თითქმის ორი წელია, რაც გადაადგილდება, შესაბამისად, ვიცე-სპიკერი ცილს წამებს, როდესაც ადევნებაში ადანაშაულებს.

დეპუტატის განცხადების საფუძველზე ძიება გომალაურის უწყებამ სწორედ ადევნების მუხლით დაიწყო - ამ დანაშაულის შემადგენლობა კი სისტემატური უნდა იყოს, რაც წილოსნის შემთხვევაში არ მომხდარა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდ გაუგებრობაში აღმოჩნდა - უწყებას ახლა სამართლებრივად მოუწევს დაამტკიცოს, რომ დეპუტატმა ნინო წილოსანმა სულიერი ტანჯვა და შიში განიცადა.

ასევე, ცხოვრების წესი შეიცვალა - იმის გამო, რომ ერთმა მოქალაქემ რუსული კანონის მხარდაჭერის გამო "მონა" დაუძახა.

თამარაშვილის ქუჩაზე ჩემს მეუღლეს მივაკითხე, სადაც დაახლოებით, 2 წელია, ყოველდღიურ რეჟიმში ვაკითხავ. როდესაც კორპუსის პარკინგიდან გამოვდიოდი, დავინახე, ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა ქალბატონი ნინო წილოსანი, ეს გზა ისედაც უნდა გამევლო და რომ გავიარე, დავასიგნალე და დავუძახე, რომ მოღალატე ხარ მეთქი.

ნინო წილოსანმა ახსენა სიტყვა, რომ მითვალთვალებდაო და არ ვიცი, რომელი მანქანის უკან ვიმალებოდი და სად ვუთვალთვალებდი, მაგრამ ამოიღონ ვიდეოკამერები, იქ იყო პატრულის მანქანა, რომელიც თითქმის ყოველთვის მანდ დგას ხოლმე.

ნინო წილოსანი გამოკითხვაზე იმყოფებოდა, თვითონ მიჩივლა, დამიბარეს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციაში, სადაც უარი განვაცხადე გამოცხადებაზე და ვთქვი, რომ მაგისტრ მოსამართლესთან მივცემდი ჩვენებას. მივალ აუცილებლად, არსად გაქცევას არ ვაპირებ და მოვუყვები სასამართლოს და პროკურატურას, თუ როგორ ცილს წამებს საქართველოს პარლამენტის წევრი, როგორ ცრუ დასმენას აქვს აზრი ვიცე-სპიკერის მხრიდან ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის მიმართ.

აუცილებლად, ვაპირებ, რომ ცრუ დასმენისთვის შევიტანო საჩივარი. არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ვინმე ამისთვის ნინო წილოსანს პასუხს მოსთხოვს, მაგრამ ნერვებს მაინც მოვუშლი,“ - ამბობს დავით კუპრავა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საუბრობენ დეპუტატის სარჩელის აბსურდულობაზე და ამბობენ, რომ იმ მასალაზე დაყრდნობით, რაც მედიაში ვრცელდება, ეს არ უნდა ჩაითვალოს ადევნებად და რომ ის ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში.

მხოლოდ და მხოლოდ იმ მტკიცებულებებზე თუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც მედიაში ვრცელდება, როდესაც უბრალოდ ერთჯერადად დაძახება იყო „მონის“, ეს არ უნდა ჩაითვალოს ადევნებად და ეს უნდა ჩაჯდეს მოქალაქეების მშვიდობიანი გამოხატვის ფარგლებში. 
მეორე მხრივ, პოლიცია არის აბსოლუტურად უმოქმედო, არაეფექტიანი ისეთ შემთხვევებზე, როდესაც კრიტიკულად განწყობილ მოქალაქეებს ან ორგანიზაციებს თავს ესხმიან, აზიანებენ მათ ქონებას თუ ფიზიკურად ძალადობენ. ამიტომაც, ამ შემთხვევაშიც ძალიან დიდი რისკია, რომ სამართალდამცავი ორგანო არ იქნება ობიექტური, თანმიმდევრული, იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ პოლიცია არის ინსტრუმენტალიზებული და ის მოქმედებს არა კანონის დაცვის მოტივით, არამედ პოლიტიკური ინტერესებით,“ - ამბობს გურამ იმნაძე.

ადევნება ეს არის, როდესაც პირის მიმართ სისტემატურად გარკვეული პერიოდის განმავლბაში ხდება არასასურველი კომუნიკაცია, ეს ხდება სისტემატურად, რა დროსაც პირი იძულებულია შეცვალოს საკუთარი ცხოვრების წესი. მაგრამ ის ფაქტი, როდესაც დეპუტატებმა, მას შემდეგ, როდესაც მიიღეს ე.წ. რუსული კანონი და პირები გამოხატავენ საკუთარ პოზიციას, სადაც ნახავენ დეპუტატებს და გამოხატავენ უკმაყოფილებას ამ ფაქტთან დაკავშირებით, ეს არ შეიძლება შეფასდეს დანაშაულ ქმედებად და მითუმეტეს ადევნებად, ეს არის გამოხატვის თავისუფლება," - ამბობს ჯანო ჭკადუა.

მსგავსი სიახლეები