ორი უწყება მომიტანეს - ორი სხვადასხვა მოსამართლისგან, ორივე პარასკევს, ორივე 13:00 საათზე მიბარებს - ჯაფარიძე
ზურა გირჩი ჯაფარიძე სასამართლოში გამოკითხვაზეა დაბარებული. როგორც პარტია "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი სოციალურ ქსელში წერს, მას ორი უწყება ჩაბარდა.
თუმცა, ირკვევა, რომ მას ორი მოსამართლე იბარებს სასამართლოში, ორივესთან გამოკითხვის თარიღად პარასკევია მითითებული და დაკითხვის დროც ემთხვევა - 13:00 საათი.
ორი უწყება მომიტანეს, ორი სხვადასხვა მოსამართლისგან, ორივე პარასკევს მიბარებს, ორივე 13.00 საათზე
კლონს ვამზადებ, მთავარია დატრენინგება მოვასწრო 2 დღეში," - წერს ზურა ჯაფარიძე.