"ოცნების" პოლიტიკური გარდასახვა - მოსალოდნელი სანქციების ეფექტი სახეზეა

04.06.24 20:01
"ოცნების" პოლიტიკური გარდასახვა - მოსალოდნელი სანქციების ეფექტი სახეზეა

"ოცნების" პოლიტიკური გარდასახვა - მოსალოდნელი სანქციების ეფექტი სახეზეა. სტრატეგიული პარტნიორების  ლანძღვით გამორჩეული თბილისის მერი დღეს სინანულმა მოიცვა.  ამბობს, რომ  ასეთ სასჯელს არ იმსახურებს .  ბოლო წუთების  ათვლა კი დაწყებულია და ახლა ოცნებაში ნამდვილი ნერვების ომია.  ყველა, ვინც რუსულ კანონს ზურგს უმაგრებდა სანქციების კანდიდატია. 

სანქციების მოახლოებული შიში ოცნების პირველ პირებს აშკარად ეტყობოდათ. შეზღუდვები შეეხებათ მათ და მათი ოჯახის წევრებს და ეს არ იქნება მხოლოდ ამერიკული ვიზის პრობლემა. გადაწყვეტილება სავარაუდოდ ბევრად უფრო ხისტი იქნება. "სანქციებს არ დავაყოვნებთ!" - კონგრესში დაგეგმილ განხილვამდე რამდენიმე საათით ადრე სახელმწიფო დეპარტამენტისგან ოცნებამ  ეს ბოლო გზავნილი მიიღო.

განხილვა კონგრესში და ოცნების პოლიტიკური ფერისცვალება  - ინა ცარციძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები