რას ცვლის ქართული ქარტია ქართულ პოლიტიკაში?

04.06.24 20:13
რას ცვლის ქართული ქარტია ქართულ პოლიტიკაში?

არჩევანი, რომელიც ასეთი მარტივი და ცხადი არასდროს ყოფილა. 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებთან მისული მოქალაქეები ხმას ან ოცნებას ანუ რუსულ რეჟიმს აძლევენ, ან ქვეყნის ევროპულ მომავალს. ასეთი პოლიტიკური რეალობა პრეზიდენტის მიერ მომზადებულმა ქართულმა აქტმა შექმნა. დოკუმენტი ყველა პროდასავლურ ძალას აერთიანებს, ერთიანი ოპოზიცია კი ქართველ ხალხს აძლევს გარანტიას, რომ მხოლოდ ერთი კაცი ამ ქვეყანაში ვეღარაფერს გადაწყვეტს და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული იქნება კოალიციური მთავრობა.

ერთიანობის დოკუმენტი მომზადებულია და იდეოლოგიური ერთობაც მიღწეულია ანუ ოლიგარქის რეჟიმის დამარცხებისთვის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ოპოზიციამ უკვე  გადადგა. მთავარი, რასაც ხალხს პირდებიან არის ის, რომ დაიცავენ მათ ევროპულ არჩევანს. ამიტომ გააუქმებენ ყველა კანონს, რომელიც ამ პროცესს აფერხებს და კიდევ ერთი, ქარტიაზე ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მთავრობა არა პარტიული, არამედ  პროფესიული ნიშნით შერჩეული კადრებით დაკომპლექტდება.

რას ცვლის ქართული აქტი? - ნანუკა ქაჯაია დეტალებით
 

მსგავსი სიახლეები