საერთაშორისო იზოლაციის გზა - "ოცნება" დასავლეთთან ურთიერთობებში ხიდებს წვავს
საერთაშორისო იზოლაციის გზა, რომელიც ქვეყანას რუსეთისა და ბელორუსის გვერდით აყენებს. ოცნება დასავლეთთან ურთიერთობებში ხიდებს წვავს. არც ერთი პარტნიორის აზრს არ გავითვალისწინებთ - ეს არის ხელისუფლების ღია გზავნილი, რომელიც ქვეყანას უმძიმესი ფასი დაუჯდება. დაიწყო პარლამენტის თავმჯდომარემ და განაგრძო პრემიერმა. ყველა, ვინც ოცნებას პრორუსული პოლიტიკის გამო აკრიტიკებს დესტაბილიზაციის მცდელობაშია მხილებული.
დასავლეთი საქართველოში მაიდანს ამზადებს - ეს უკვე რუსეთის საგარეო უწყების გზავნილია, რომელიც არც შინაარსით და რიტორიკით არაფრით განსხვავდება ოცნების პირველი პირების განცხადებებისგან. თვითიზოლაცია ახლა "ოცნებისთვის" ძალაუფლების შენაჩუნების ფორმულაა, ამიტომ დასავლეთი მტრად გამოაცხადა, ელჩებზე ღია შტურმი და მათი შეურცხყოფა კი ხელისუფლების დღის წესრიგად იქცა.