სკანდალი: კრიმინალური ბანდის მფარველობაში გომელაურის პოლიციელები არიან მხილებული
კრიმინალური ბანდის მფარველობაში გომელაურის პოლიციელები არიან მხილებული. ის, რაც აქამდე ვიცოდით, ახლა უკვე მტკიცებულებებით დასტურდება. გასაჯაროებულია "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმის სკანდალური კადრები. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ ოფისის დარბევის შემდეგ თავდამსხმელებმა ტერიტორია ათობით ავტომობილით დატოვეს. მათ ავტომობილებში გადანაწილებას კი პოლიცია აკონტროლებდა.
როცა ყველა მანქანაში ჩაჯდა, საპატრულო ეკიპაჟი ბანდიტური დაჯგუფების კოლონას წინ მიუძღვება და ტერიტორიას უსაფრთხოდ ატოვებინებს. ანუ თავდამსხმელები პოლიციელებმა დანაშაულის ადგილზე მიაცილეს და უკანაც თავად გააცილეს. დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ტერიტორიის დატოვებიდან რამდენიმე წუთში კი სამართალდამცველები დარბეულ ოფისში ბრუნდებიან და ფორმალურ გამოძიებას იწყებენ. ოთხი დღის შემდეგ ათობით თავდამსხმელიდან ერთიც კი არ დაუკავებიათ.