სანქციების მოსალოდნელი ეფექტი ქვეყნისთვის
სანქციების მოსალოდნელი დამღუპველი ეფექტი ქვეყნისთვის. ინდივიდუალური სანქციები ხელისუფლების წევრებისთვის ნიშნავს მთლიანად საქართველოს რეპუტაციის გაცამტვერებას. ამ ყველაფერს ჯაჭვური რეაქცია აქვს. ხელისუფლება, რომელიც დასანქცირებულია მას პრაქტიკულად ლეგიტიმაციას უკარგავს. ასეთ მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი კი არავის აქვს.
ამიტომ უახლოეს მომავალში ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლის პროცესის დაწყება პრაქტიკულად გარდაუვალი ხდება. ინვესტორები, რომლებმაც კონკრეტული პროექტების დაფინანსება რუსული კანონის მიღებამდე გადაწყვიტეს, საქართველოს უკვე ტოვებენ. ახალი დამფინანსებლები კი არსად ჩანან. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტები ჩერდება. ეს ყველაფერი კი ურტყამს პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკას, შემდეგ კი ქართველი ხალხის ჯიბეებს.