1992 წელს, დამოუკიდებელ საქართველოში დაფუძნებული პირველი კერძო სკოლა იხურება - მიზეზი რუსული კანონია
რუსული კანონის პირველი მძიმე ეფექტი ამჯერად განათლების სისტემაში. 32 წლიანი ისტორიის მქონე სკოლა იხურება. უცხოელმა ინვესტორმა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და პრესტიჟულ სასწავლებელს აფინანსებდა, დაფინანსების გაგრძელებაზე უარი თქვა. მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის და მშობლებისთვის საბედისწერო ქართული ოცნების რუსული კანონი აღმოჩნდა, რომელმაც ინვესტორი დააფრთხო.
მოლაპარაკებებზე არც ახალი ინვესტორი წამოვიდა. არადა მომავლის სკოლის ამერიკული პროგრამა მხოლოდ უცხოურ ინვესტიციებზე იყო მიბმული და სხვაგვარად მისი ფუნქციონირება შეუძლებელია. ამის გამოც პირველი კერძო სკოლა იძულებული გახდა დახურვის გადაწყვეტილება მიეღო. ბოლო სამუშაო დღე 15 ივნისს იქნება. ახალი სასწავლო წლიდან კი მშობლებმა შვილებისთვის ალტერნატიული საგანმანათლებლო დაწესებულება უნდა მოძებნონ, პედაგოგებმა კი ახალი სამუშაო ადგილი.