საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მალაიზიაში ჩავიდა - რა იყო შეხვედრის მთავარი საკითხები?

04.06.24 20:10
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მალაიზიაში ჩავიდა - რა იყო შეხვედრის მთავარი საკითხები?

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრებმა მალაიზიის პარლამენტში გამართეს შეხვედრები. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტიდან მალაიზიაში იმყოფებოდა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც მალაიზიის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელია ნიკოლოზ სამხარაძე დელეგაციასთან ერთად.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი, ბექა დავითულიანი და ნოდარ ტურძელაძე.      

შეხვედრებზე ორ ქვეყანას შორის არსებულ საპარლამენტო ურთიერთობებზე და სავაჭრო, ტურიზმის და განათლების სფეროებში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ხაზი გაესვა საქართველოს მოქალაქეებისთვის მალაიზიაში უვიზოდ მოგზაურობის შემოღების შესაძლებლობას.

ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და არსებულ გამოწვევებზე. მათ კოლეგებს გააცნეს „შუა დერეფნის" პროექტთან დაკავშირებული სიახლეები," - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები