საინტერესოა, რომ დარბაზში იქნებიან "მეგობარი აქტის" და "ქართველი ხალხის აქტის" ავტორები - "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი

04.06.24 21:35
საინტერესოა, რომ დარბაზში იქნებიან "მეგობარი აქტის" და "ქართველი ხალხის აქტის" ავტორები - "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი

"დღევანდელი მოსმენის სულისკვეთებაც ეს იქნება ის, რომ ამერიკელმა კანონმდებლებმა უკეთ გაიგონ, რამდენად მავნე გავლენა ექნება ამ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივას ე.წ. აგენტების კანონს და მეორე როგორ შეიძლება დაეხმაროს აშშ უკეთ საქართველოს, რომელსაც სურს დასავლეთისკენ სვლა" - ამის შესახებ ამერიკის ხმის ჟურნალისტი ეკა მაღალდაძე საუბრობს.

მაღალდაძე ჰელსინკის კომისიის სხდომის დაწყებამდე "პირველებთან" ამბობს, რომ კონგრესში დღევანდელ მოსმენას დაესწრებიან ორივე საკანონმდებლო აქტის ავტორები.

უილიამ კორტნიმ გვითხრა, რომ ის აპირებს, რომ მიმოიხილოს დემოკრატიასთან დაკავშირებული ის მიღწევები და გამოწვევები, რაც საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში ჰქონდა, რამაც მოგვიყვანა ამ დრემდე და ის გზები განიხილონ, თუ როგორ შეიძლება დაეხმარონ საქართველოს დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე.
აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოში 2 საკანონმდებლო ინიციატივაა - ერთი სენატის, ერთი კი წარმომადგენელთა პალატის დონეზე. რაც ყველაზე საინტერესოა, დღეს ამ დარბაზში იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც არიან ორივე საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები და წარმდგენები - მათ შორის სენატორი შაჰინი, მათ შორის კონგრესმენი ჯონ ვილსონი და სხვები, ვინც თვალს ადევნებდნენ საქართველოს დემოკრატიას, განვითარებას თუი გამოწვევებს.
 მთავარი, რასაც "მეგობარი აქტიც" ითვალისწინებს, "ქართველი ხალხის აქტიც" და რაც არის დღევანდელი მოსმენის სულისკვეთებაც ეს იქნება ის, რომ ამერიკელმა კანონმდებლებმა უკეთ გაიგონ, რამდენად მავნე გავლენა ექნება ამ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივას ე.წ. აგენტების კანონს და მეორე როგორ შეიძლება დაეხმაროს აშშ უკეთ საქართველოს, რომელსაც სურს დასავლეთისკენ სვლა,“ - ამბობს ეკა მაღალდაძე.

მსგავსი სიახლეები