"ოცნების" წევრებმა მინდა დაგუგლონ ჯონ უილსონი, კონგრესმენი - თინა ხიდაშელი

04.06.24 21:49
"ოცნების" წევრებმა მინდა დაგუგლონ ჯონ უილსონი, კონგრესმენი - თინა ხიდაშელი

"ეს შეთავაზება არის სამპარტიული, ეს ტრაგედიაა, მაგრამ რეალობაა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაუსწოროს თვალი," - ამ განცახდებას "რეაქციაში" თინა ხიდაშელი აკეთებს.

„სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი მთავრობის მოლოდინებს ეხმაურება, რომ თითქოს აშშ-ში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ისინი პარტნიორთან ურთიერთობას დაალაგებენ. ხიდაშელი შეახსენებს "ოცნებას", რომ საქართველოსთან დაკავშირებით ერთ-ერთი დოკუმენტის ინიციატორი ჯონ უილსონი სწორედ ტრამპის მხარდამჭერია.

ის, რაც დღეს დაიწყება ჰელსინკის კომიტეტში - ჰელსინკის კომიტეტის სპეციფიკურობა, განსხვავებით ყველა სხვა კომიტეტის თუ კომისიისგან, რომელიც აშშ-ის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში არსებობს - ორივეს წარმომადგენლობისგან შედგება.
დღესაც ამ სხდომაზეც როგორც სენატორი შაჰინი და რიში, ასევე წარმომადგენელთა პალატის ის კონგრესმენები დაესწრებიან, რომლებიც არიან მეგობარი აქტის ინიციატორები.
ეს შეთავაზება არის სამპარტიული, გასაგებია, რომ აშშ-ში ორი პარტიაა, მაგრამ საქართველოსთან მიმართებით გაკეთებული ყველა განცხადება, თავისი მხარდაჭერის ხარისხით არის სამპარტიული იმ გაგებით, რომ მას მხარს უჭერენ დემოკრატები, მას მხარს უჭერენ ე.წ. რეიგანის რესპუბლიკელები ანუ ძველი ტრადიციული რესპუბლიკელები, და მას მხარს უჭერენ ტრამპის რესპუბლიკელები. ანუ პარტია, რომელიც ძალიან ბევრ საკითხზე გაყოფილია, რომელშიც ერთი ნაწილი ამბობს, რომ ტრამპს ხმასაც კი არ მისცემს არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ ის რესპუბლიკელების კანდიდატია, ამ თემაზე, ამ საკითხზე არის ერთსულოვანი - ეს ტრაგედიაა, მაგრამ რეალობაა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაუსწოროს თვალი და ეს ზედაპირული მოლოდინები, რომ ახლა ტრამპი მოიგებს არჩევნებს და გვეშველება, რაც ქართულ ოცნებაში არსებობს, მინდა ყველა მათგანმა დაგუგლონ ჯონ უილსონი, კონგრესმენი, რომელმაც წარადგინა კანონი. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ის არის ტრამპის რესპუბლიკელი, ყველაზე უფრო მკვეთრი მხარდამჭერი რესპუბლიკელი,“ - ამბობს ხიდაშელი.

 

მსგავსი სიახლეები