"საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება პუტინს" - რა მთავარ თემებზე ისაუბრა ჯო უილსონმა?
"საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება პუტინს და სხვა ავტორიტარულ მმართველებს, მიუხედავად იმისა, რომ 20 პროცენტია ოკუპირებული საქართველოსი პუტინის მხრიდან," - ამ განცხადებას წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ასკეთებს.
კონგრესში საქართველოს შესახებ მსჯელობა დაიწყო. MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება პუტინის მმართველობას ემსგავსება.
ჯო უილსონმა ისაუბრა რუსულ კანონზე, რომელიც სტიგმატიზაციას ემსახურება და ქართველი ხალხის ნებას არ ასახავს.
"მნიშვნელოვანია ვანახოთ ქართულ ოცნებას, რომ ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ საქართველოს საზოგადოებას მხარი," - ამბობს უილსონი.
გარდა ამისა კანონპროექტის ავტორი საუბრობს სხვადასხვა კანონპრეოექტებზე, რომელიც საქართველოს დემოკრატიას ძირს უთხრის, როგორიც არის, მაგალითად, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები.
უილსონი საუბრობს ტერორზე, რომელიც რუსული კანონის მოწინააღმდეგეების მიმართ ხორციელდება და ასევე იმ ვანდალურ აქტებზე, რაც მიმდინარეობს ოპოზიციური პარტიებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებზე.
გარდა ამისა, უილსონის თქმით, ქართული ოცნება ჩინურ კომუნისტურ პარტიასთან ურთიერთობებს აღმავებს და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჩინურ კომპანიებს გადასცემს.
ვმუშაობდით ერთად ევროპული უსაფრთხოებისთვის. საქართველოს ჯარისკაცები იბრძოდნენ ავანეთში. 6 მილიარდი დოლარის დახმარება იყო გაწეული. აშშ და მისი ევროპელი კოლეგებს მყარი ურთიერთობა გააჩნიათ საქართველოს მოქალაქეებთან. სამწუხაროდ მოხდა ამ ღირებულებებზე შეტევა მმართველი პარტიის მიერ, რომელსაც მართავს მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი. ქართულმა ოცნებამ დაგმო ყოველმხრივი ევროატლანტიკური და დემოკრატიული არჩევანი საქართველოს მოსახლეობის, მიიღო უცხოელი აგენტების კანონი და ამას მოჰყვა მასობრივი პროტესტი, რასაც ხედავთ ჩვენს უკან სურათზე და უარყო საზოგადოების აზრი. ეს კანონი ახორციელებს სტიგმატიზაციას და ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებას, მასმედიას და ახშობს საპირისპირო აზრის გამოთქმას. ეს გახლავთ მხოლოდ აისბერგის თავი, ზედა ნაწილი, დამატებითი პოლიტიკური და საკანონმდებლო აქტები, მაგალითად როგორიც არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესახებ, სასამართლოს კონტროლის თვალსაზრისით, ეს ხდება ასევე ვანდალიზაცია, განადგურება ოპოზიციის ოფისების, საქართველოს ხელისუფლება ემსგავსება პუტინს და სხვა ავტორიტარულ მმართველებს, მიუხედავად იმისა, რომ 20 პროცენტია ოკუპირებული საქართველოსი პუტინის მხრიდა, ეს არის კოლონიური საბჭოთა ჩაგვრა და ომის კრიმინალი პუტინი. აქტიურად ხდება პუტინის პოლიტიკის გადმოღება, საქართველოს უსაფრთხოების ძალები დარტყმას ახორციელებენ მოქალაქეებზე და ქართული ოცნება ასევე ახორციელებეს ჩინურ კომუნისტურ პარტიასთან თავის ურთიერთობებს. ძირითადი ინფრასტრუქტურის ობიექტების გადაცემა ხდება ჩინური კომპანიებისთვის.
აშშ-მა არ უნდა მისცეს საშუალება მოხდეს შეტევა საქართველოს დემოკრატიაზე, მის ევროატლანტიკურ მომავალზე, რომ ამას პასუხი არ გაეცეს, ამიტომ, მივესალმები სახდეპის განცხადებას სავიზო აკრძალვებთან დაკავშირებით ნებისმიერ პიროვნებასთან მიმართებაში, რომელიც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიას და ჩვენ უნდა მეგობარი აქტის წარდგინებით საქართველოს წარმომადგენლებთან და ასევე სენატის წევრებთან ერთად, კონგრესმენებთან ერთად უნდა მოხდეს სავიზო შეზღუდვები, სანქციების დაწესება იმათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას და ასევე, ვინც ახორციელებს რეპრესიებს საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ და ეს ძალისხმევები საქართველოში წამყვან პირებთან არის დაკავშირებული.
ასევე საჭიროა სპეციალური ჯგუფი ჩამოყალიბდეს, რომელიც იმუშავებს არჩევნებამდე საქართველოში და მეგობარი აქტის კანომპროექტი ხაზს უსვამს უფრო ძლიერ, სიღრმისეულ ურთიერთობებს, რომელიც უნდა დამყარდეს აშშ-სა და საქართველოს შორის.
ასევე დახმარების პაკეტები თუ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება მისი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს, მნიშვნელოვანია ვანახოთ ქართულ ოცნებას, რომ ჩვენ სერიოზულად ვაპირებთ მხარი დავუჭიროთ საქართველოს საზოგადოებას მხარი.
მეგობარი აქტი არის ძალიან ძლიერი აქტი და მივესალმებით ასევე freedom hauses-ის პოზიციას ამასთან დაკავშირებით," - განაცხადა უილსონმა.