ჩვენ ახლა დროის წინააღმდეგ გვაქვს რბოლა, საქართველო გზაგასაყარზეა - ჩხიკვაძის მიმართვა კონგრესში

04.06.24 22:57
ჩვენ ახლა დროის წინააღმდეგ გვაქვს რბოლა, საქართველო გზაგასაყარზეა - ჩხიკვაძის მიმართვა კონგრესში

"ჩვენ ახლა დროის წინააღმდეგ გვაქვს რბოლა, ყველა წუთი მნიშვნელოვანია, ფსონები საქართველოსთვის ძალიან მაღალია," - ამ სიტყვებით მიმართა ვანო ჩხიკვაძემ კონგრესში შეკრებილებს, სადაც საქართველოზე მსჯელობენ.

ვანო ჩხიკვაძე პარტნიორებს მოქმედებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იგრძნოს, რომ მიიღებს პასუხს მის ქმედებებზე.

"ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მას მოუწევს თვალი გაუსწოროს შესაბამის შედეგებს,“ - ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

ვანო ჩხიკვაძემ კონგრესში გამოსვლის დროს ისაუბრა იმ რეპრესიულ პოლიტიკაზე, რასაც "ოცნება" ახორციელებს და რაც მოჰყვა ივანიშვილის მხრიდან დაანონსებულ დევნას.

მინდა ბოლო განვითარებებზე გავამახვილო თქვენი ყურადღება საქართველოში დემოკრატიული უკუდახევის თვალსაზრისით, რუსული სტილის კანონის მიღება, გამჭვირვალეობის აქტის მიღება.
ქვეყანა და ჩემი ხალხი ახლა დგას გზაგასაყარზე, საქართველო გააგრძელებს თავის ბრძოლას, რომ გახდეს ევროპის ნაწილი ან გახდეს რუსეთის გავლენის სფეროს ნაწილი. საქართველოს ხალხის არჩევანი ნათელია - ჩვე გვჭირდება კანონის უზენაესობა, თავისუფლება, საქართველოს მომავალი არის ევროკავშირსა და ნატოში, გამოვდივარ რა თქვენ წინაშე. ასევე ხდება აქციები საქართველოს ქუჩებში და ძალიან კარგია, რომ აქ შეიძლება ისმოდეს საქართველოს ხალხის ხმა და საპირისპირო საქართველოს ხელისუფლება კედელს აშენებს საქართველოსა და დასავლეთს შორის. კანონი სრულად წაშლის კრიტიკულ ხმებს და გაანადგურებს ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების გულუხვი მხარდაჭერით იყო შექმნილი, მაგალითად აშშ-ის განვითარების სააგენტოს მიერ. ეს ემუქრება დამოუკიდებელ მედიას, გამოხატვის თავისუფლებას, კანონი ითხოვს ყველა ორგანიზაციისგან, რომელიც 20 პროცენტს იღებს დაფინანსებას საზღვარგარეთიდან, დარეგისტრირდეს როგორც უცხოელი აგენტები. 
კანონი ეხება არა მხოლოდ ორგანიზაციებს, არამედ ინდივიდუალურ პირებს და ასევე სენსიტიურ პირად მონაცემებს. 
5 თვეზე ნაკლები დარჩა გადამწყვეტ არჩევნებამდე საქართველოში, არჩევნები უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, კანონი სამოქალაქო აქტივისტებს აცხადებს, როგორც მოღალატეებს, უცხოელ აგენტებს, რომლებმაც უნდა დაიცვან საქართველოს დემოკრატია არჩევნების დროს, ასობით მშვიდობიანი პროტესტანტი იყო დაკავებული და ნაცემი, სამოქალაქო საზოგადოების ექსპერტები ვისმენთ რეგულარულ მუქარას სიცოცხლესთან დაკავშირებით., გვესმის, რომ ჩვენ ვართ ქვეყნის მოღალატეები, რამდენიმე აქტივისტს ჩაუსაფრდნენ დაუდგენელი თავდამსხმელები და არცერთი შემთხვევა არ იყო გამოძიებული ეფექტურად. როდესაც ხდება ასევე ძალის გამოიყენება მშვიდობიანი პროტესტანტების წინაღმდეგ, ასეთ მოქმედებას ახალისებს მმართველი პარტია.
ამ კანონის და მოვლენების უკან დგას ყველაზე მდიდარი ადამიანი საქართველოში ბიძინა ივანიშვილი, მან თავის ბოლო გამოსვლაში, 29 აპრილს ფაქტობრივად, დაემუქრა ყველა პოლიტიკურ ოპონენტებს ქართული ოცნების რეპრესიებით და ასევე სამოქალაქო საზოგადოებას და ხდება მტრული დამოკიდებულების შექმნა დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ. 
დღეს საქართველოს პრეზიდენტს სურს, რაც შეიძლება მეტი დაახლოება დასავლელ მეგობრებთან და აშშ-სთან. ჩვენი ისტორია გვანახებს ყველას, რომ ჩვენ ვიბრძოდით ჩვენი მომავლისთვის და ჩვენ არ გვინდა დავკარგოთ ჩვენი მონაპოვარი და ვაღიარებთ, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ ბრძოლაში და მოკავშირეები ჩვენს გვერდზე დგანან და მეგობარი აქტი, იმედი მაქვს, იქნება მიღებული. ჩვენ ახლა დროის წინააღმდეგ გვაქვს რბოლა, ყველა წუთი მნიშვნელოვანია, ფსონები საქართველოსთვის ძალიან მაღალია, საქართველოს მოქალაქეებისთვის და მეგობრებისთვის და თუ არ იმოქმედეს საქართველოს დასავლელმა მეგობრებმა, ეს იქნება საქართველოს დაკარგული შანსი და ამავე დროს სჭირდება კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეაჩერებს მიმდინარე ხელისუფლებას რუსული ორბიტისკენ მოძრაობისგან. ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, რომ მას მოუწევს თვალი გაუსწოროს შესაბამის შედეგებს,“ - ამბობს ვანო ჩხიკვაძე.

მსგავსი სიახლეები