პროტესტებზე პასუხად ქართული რეჟიმი სტალინის ერის აღდგენას ცდილობს - ნატალია საბანაძე

04.06.24 23:10
პროტესტებზე პასუხად ქართული რეჟიმი სტალინის ერის აღდგენას ცდილობს - ნატალია საბანაძე

„პროტესტებზე პასუხად ქართული რეჟიმი სტალინის ერის აღდგენას ცდილობს,“ - ამის შესახებ ნატალია საბანაძე საუბრობს, რომელიც კონგრესში საქართველოს თემაზე ერთ-ერთი მომხსენებელია. 

საბანაძე "მეგობარი აქტის" საჭიროებას უსვამს ხაზს, რადგან ეს კანონი საქართველოს ხელისუფლებაში მყოფებს აგრძნობინებს პასუხისმგებლობას ქვეყნისთვის საგარეო კურსის ცვლილებაზე. 

"ინდივიდუალური პირები, რომლებსაც სურთ, შეგვათრიონ რუსეთის გავლენის სფეროში, მათ უნდა იგრძნონ ამის შედეგები" - ამბობს საბანაძე.

საბანაძე საუბრობს ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკაზე, ომში ჩათრევის პროპაგანდაზე:

ეძებს გლობალურად მტრებს, დაშინება, მუქარა გახლავთ ყოველდღიური მოვლენა. დღევანდელი ქართული დემოკრატიის განადგურება ხდება პარლამენტის უმრავლესობის მიერ. იმ ადამიანს, რომელიც არავის წინაშე პასუხს არ აგებს და მისი უმრავლესობის თვალსაზრისით ხდება დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა იმ კანონების მიღებით, რომელიც გულისხმობს გამჭვირვალეობას უცხოური გავლენისა, ეს კიდევ და კიდევ დარტყმაა საქართველოს ხანგრძლივი სურვილის, გახდეს ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. საქართველოს მეგობრები არიან წარმოსახული, როგორც მტრები, რომლებსაც სურთ საქართველო ჩაითრიონ ომში. ქართული ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს აქტი კიდევ უფრო გააღრმავებს ევროპულ ინტეგრაციას და არათუ უკან დახევს.
ეუთო/ოდირის შეფასებაც არის ძალიან მაღალი, ძლიან უარყოფითი ამასთან დაკავშირებით, თუმცაღა საქართველოს მმართველები აცხადებენ, რომ არ სმენიათ არცერთი ვალიდური არგუმენტი მათი პოზიციის წინააღმდეგ. მიდის დიალოგი ყრუებთან. დეპოლარიზაციის მოთხოვნა, ოპონენტებთან ბრძოლის შეწყვეტაა და ა.შ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი 
საქართველო გახლავთ ავტოკრატიული რეჟიმების მსგავსად იღებს ასეთ კანონმდებლობას, არა მხოლოდ ფიზიკური ძალადობით მიიღწევა მათი მიზნები, არამედ ტექნიკური და კანონიერი ძალადობის თვალსაზრისით. მათი დათრგუნვის გზები უფრო დახვეწილი ხდება და ფერადი რევოლუციები არის შერაცხული როგორც უცხოელი აგენტების, უცხოელი ქვეყნების და საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ის იბრძვის მშვიდობისთვის, ომში ჩათრევის წინააღმდეგ და რუსეთი ცდილობს არა მხოლოდ დათრგუნოს უკრაინელი ერი, არამედ საქართველო გადაიყვანოს დასავლური ორბიტიდან. მიმდინარე პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების, როგორიც არის უცხოელი აგენტების, მაგალითად გულისხმობს ჩინური მხარისთვის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურების გადაცემას, დედოლარიზაციას ქართული ეკონომიკის, მაგრამ ამ ბრძოლაში მეგობარი აქტი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველომ უნდა იბრძოლოს, ეს ბრძოლა თვითონ უნდა აწარმოოს, ისინი, ვინც უგულებელყოფენ ჩვენს დემოკრატიულ და მშვიდობიან მისწრაფებებს, მათ უნდა დაინახონ და გადაიხადონ ფასი. ინდივიდუალური პირები, რომლებსაც სურთ, შეგვათრიონ რუსეთის გავლენის სფეროში, მათ უნდა იგრძნონ ამის შედეგები,“ - ამბობს ნატალია საბანაძე.

 

მსგავსი სიახლეები