საქართველომ უნდა დაინახოს რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე - უილიამ კორტნი

04.06.24 23:17
საქართველომ უნდა დაინახოს რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე - უილიამ კორტნი

"საქართველომ უნდა დაინახოს რუსეთი, როგორც ყველაზე დიდი საფრთხე... ქვეყანას დემოკრატიული მომავალი არ უნდა წაერთვას", - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი საუბრობს.

კონგრესში, სადაც საქართველოს შესახებ მოსმენა მიმდინარეობს, უილიამ კორტნი საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს, რადგან რუსულ კანონს უდიდესი პროტესტი მოჰყვა.

"საქართველოს ხელისუფლება ებღაუჭება თავის ხელისუფლება, გადამწყვეტი იქნება საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში", - ამბობს კორტნი და საპარლამენტო არჩევნებზე საუბრობს.

ღირებულებებზე დამყარებული ურთიერთიობა არსებობდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, აჟამად ამას ძირი გამოეთხრება, ურთიერთობები გაუარესდება, თუ მოხდება მანიპულაციები 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე, თუ მოხდება კანდიდატების დისკვალიფიკაცია. ქართულმა ოცნებამ ასევე შეიძლება გამოაცხადოს სხვადასხვა ორგანიზაციები არასამისაღებად, მაგალითად, მიდის ბრძოლა სააკაშვილის პარტიის წინააღმდეგ, შეიძლება უფრო შემდგომი დამატებითიო რეპრესიული ზომები გაატაროს საქართველოს ხელისუფლებამ, შეიძლება გაიყინოს ამერიკულ იმ ორგანიზაციების აქტივები, სადაც ამერიკელები მუშაობენ," - ამბობს ყოფილი ელჩი.

მსგავსი სიახლეები