უილსონი: ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გააჩნია, არის ძალიან შთამბეჭდავი
"ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გააჩნია, არის ძალიან შთამბეჭდავი", - ამის შესახებ კონგრესმენმა და MEGOBARI Act-ის ავტორმა, ჯო უილსონმა კონგრესში, საქართველოს შესახებ მოსმენაზე ისაუბრა.
მან საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ურთიერთობებს, რაც ამ ორ ქვეყანას გააჩნია.
მე ძალიან კარგი ვიზიტი მქონდა თბილისში. საქართველო ძალიან ლამაზია. ამერიკელისთვის ძალიან საოცარია შენობების ნახვა, რომელიც ასობით წელს მოითვლის. ისტორიული მემკვიდრეობა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას გააჩნია, არის ძალიან შთამბეჭდავი. მე საქართველოში ვიყავი ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წევრებთან ერთად. ძალიან სასიამოვნო იყო იმ მეგობრობის დანახვა, რომელიც აკავშირებს საქართველოსა და ამერიკას", - თქვა უილსონმა.