დისკრიმინაცია, დისკრედიტაცია, სტიგმატიზება - რა არგუმენტები აქვთ საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლებს რუსული კანონის წინააღმდეგ

04.06.24 23:34
დისკრიმინაცია, დისკრედიტაცია, სტიგმატიზება - რა არგუმენტები აქვთ საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლებს რუსული კანონის წინააღმდეგ

რუსული კანონი რამდენად მიაყენებს დარტყმებს სამოქალაქო ორგანიზაციებს და რა ზეგავლენა ექნება მთავრობის მხრიდან? - ეს კითხვა კონგრესში საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლებს დაუსვეს. 

კონგრესში, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით მსჯელობენ, რუსული კანონის საფრთხეებზე ისაუბრეს. 

თანამომხსენებლების მთავარი არგუმენტია, რომ კანონით ხდება კონკრეტული პირების და არასამთავრობო ორგანიზაციების სტიგმატიზება.

2015 წელს რუსეთმა არასასურველი ორგანიზაციების კანონი მიიღო, ორი მექანიზმი გამოიყენა ერთად, რათა მოესპო დამოუკიდებელი საზოგადოება. საქართველოშიც შეუძლება იგივე მოხდეს, თუ საქართველომ იარა იგივე გზით,“ - ამბობს ყოფილი ელჩი, უილიამ კორტნი.

კანონი ახალი მიღებულია ჯერ, მისი ეფექტის დანახვა ცოტათი ნაადრევია, მაგრამ ჯერ არ იყო კანონი მიღებული და მთელი იერარქია მმართველი პარტიისა ადანაშაულებდა ყველა დემოკრატიულ ორგანიზაციას. კანონი არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და საქართველოს კონსტიტუციას. ხდება სტიგმატიზაცია ორგანიზაციების, მასმედიის, ინდივიდუალური პირების, რომლებიც მუშაობენ საქართველოს დამოუკიდებელ, პროევროპულ მომავალზე. ეს არის სტიგმა - ძალიან მძიმე შეფასება, ჯარიმები არაპროპორციულიუ და ისინი სერიოზულად იმოქმედებს სამოქალაქო საზოგადოებაზე,“ - ამბობს ნატალია საბანაძე.

ხდება დისკრიმინაცია, დისკრედიტაცია იმ ორგანიზაციებისა, რომელიც დემოკრატიის მიამრთუოლებით მუშაობენ. ანუ უნდა ჩამოყალიბდეს რეესტრი, სადაც აღნუსხულ უნდა იქნას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ეს არის აბსოლუტურად უკანონო და გჰაუიმართლებელი. იქნება შემოღებული ჯარიმები, რაც დიდი დარტყმა იქნება ქვეყნის სამოქალაქო სექტრორისთვის და ეს ყველაფერი ხდება 5 თვით ადრე არჩევნებამდე,"  - განაცხადა ვანო ჩხიკვაძემ.

მსგავსი სიახლეები