ივანიშვილი იმალება პროპაგანდის უკან, ამბობს, რომ ევროპული ინტეგრაცია შორეული პერსპექტივაა და მშვიდობა დღეს უნდა არსებობდეს - საბანაძე
"ივანიშვილი იმალება პროპაგანდის უკან, ის ამბობს, რომ ევროპული ინტეგრაცია შორეული პერსპექტივაა და მშვიდობა დღეს უნდა არსებობდეს", - ამის შესახებ ნატალია საბანაძემ კონგრესში ტენესის წარმომადგენლის სტივ კოენის კითხვაზე პასუხად ისაუბრა.
საბანაძის თქმით, ივანიშვილი პროპაგანდის უკან ფარავს რეალურ სურვილს.
ჩვენი მთავრობა და ივანიშვილი ეს ერთი მხარეა და 80 პროცენტი უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, ოდნავ მცირეა ნატოს წევრობის მხარდაჭერა. მთავრობა ხორციელებს პოლიტიკას, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს...
ივანიშვილი იმალება პროპაგანდის უკან, ის ამბობს, რომ ევროპული ინტეგრაცია შორეული პერსპექტივაა და მშვიდობა დღეს უნდა არსებობდეს და პროპაგანდით ხდება იმასთან დაკავშირებით საუბარი, რომ დაცული უნდა იყოს ქვეყნის სუვერენიტეტი,“ - ამბობს საბანაძე.