ინდივიდუალური (სანქციები) უნდა იყოს... ხანგრძლივი დაკვირვება არჩევნებზე - საბანაძე აშშ-ის როლზე
"ინდივიდუალური (სანქციები) უნდა იყოს. არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, შვილებს აშშ-ში ასწავლონ", - ეს განცხადება საქართველოს ყოფილმა ელჩმა ევროკავშირში ნატალია საბანაძემ გააკეთა.
კონგრესში, სადაც საქართველოს შესახებ მოსმენა მიმდინარეობს, ნატალია საბანაძემ სადამსჯელო ღონისძიებების გატარების საჭიროებაზე ისაუბრა, მას ჰკითხეს, რა ზომების მიღება შეუძლია აშშ-ის ქართველი ხალხის დასახმარებლად.
გარდა სანქცირებისა, საბანაძემ საპარლამენტო არჩევნებზე ხანგრძლივი დამკვირვებლების საჭიროებაზე ისაუბრა.
ინდივიდუალური (სანქციები) უნდა იყოს მათ წინააღმდეგ, ვინც ამაზე [რუსულ კანონზე] პასუხს აგებენ. მაგალითად, არ ჰქონდეთ საშუალება, თავიანთ შვილებს აშშ-ის ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში ასწავლონ, ასევე, სხვა მიმართულებებით...
თუმცა, ეს სამოქალაქო სექტორზე, საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც ამ დემოკრატიული მიმართულების მხარდამჭერია, არ უნდა აისახოს. ასევე, არჩევნების თემა - ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნებზე ხანგრძლივი დაკვირვება", - ამბობს საბანაძე.