საბანაძე: გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ შეიძლება დემოკრატიამ აღარ იფუნქციონიროს. ეს გახლავთ ჰიბრიდული დიქტატურა
"გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ შეიძლება დემოკრატიამ აღარ იფუნქციონიროს. ეს გახლავთ ჰიბრიდული დიქტატურა," - ამის შესახებ ნატალია საბანაძემ კონგრესში ისაუბრა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით მსჯელობენ.
როგორც საბანაძე ამბობს, საქართველოს ხელისუფლება ევროპული ინტეგრაციის გზის წინააღმდეგ მიდის.
ჩვენ გვაქვს ისეთი სიტუაცია, რომ შეიძლება დემოკრატიამ აღარ იფუნქციონიროს. ეს გახლავთ ჰიბრიდული დიქტატურა, რომელიც დემოკრატიის ფასადს ინარჩუნებს. ასევე აცხადებს, ჩვენი ხელისუფლება, რომ ევროპული ინტეგრაციის გზაზე დგას, თუმცა ყველაფერს მის წინააღმდეგ აკეთებს. ეს არის ის წინააღმდეგობრივი სიტუაცია, რასაც ჩვენ ვხედავთ,“ - ამბობს საბანაძე.