ჩხიკვაძე: არ უნდა მივცემთ მმართველ პარტიას საშუალება, რომ გააყალბოს მასიურად არჩევნები
"ჩვენ, რა თქმა უნდა, არ უნდა მივცემთ მმართველ პარტიას საშუალება, რომ გააყალბოს მასიურად არჩევნები. მეგობარი აქტში არის შეთავაზებები დაკვირვებასთან დაკავშირებით არჩევნებზე," - ამის შესახებ ვანო ჩხიკვაძე კონგრესში საუბრობს, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით მსჯელობენ.
ჩხიკვაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბოლო თვეებში არაფერი გაკეთებულა 9 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩხიკვაძე საუბრობს აშშ-ის მხრიდან საქართველოსადმი გაწეულ დახმარებაზე.
ძალიან ბევრი გაკეთდა როდესაც საქმე ეხება საქართველოს ძალების სამხედრო მხარდაჭერას, ასევე დემოკრატიის განვითარებისთვის ძალიან ბევრი იქნა გაკეთებული. ეს მხარდაჭერა საქართველოს საზოგადოებისთვის და საქართველოს ხალხისთვის არ უნდა შეწყდეს და როგორც აქ იყო ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლება ძირს უთხრის აშშ-საქართველოს პარტნიორობას, - ამბობს ჩხიკვაძე.