ჩინეთმა გაეროში აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილებზე რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა
საქართველოს ახალმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩინეთმა გაეროში „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის კენჭისყრა 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.
ასევე ცნობილია, რომ რეზოლუციას პირველად ისტორიაში დაუჭირა მხარი საქართველოს მეზობელმა სახელმწიფო სომხეთმა.
რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცა 9 სახელმწიფომ, ხოლო 52-მა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა, მათ შორის იყო ირანიც.
ჯამში რეზოლუციას მხარი 103-მა სახელმწიფომ დაუჭირა.