კანონის მიღების შემდეგ, უნდა გადავამოწმოთ, კვლავ ვრცელდება თუ არა საქართველოზე ვიზალიბერალიზაციის პირობები - ჰერჩინსკი

05.06.24 10:25
კანონის მიღების შემდეგ, უნდა გადავამოწმოთ, კვლავ ვრცელდება თუ არა საქართველოზე ვიზალიბერალიზაციის პირობები - ჰერჩინსკი

კანონის მიღების შემდეგ, უნდა გადავამოწმოთ, კვლავ ვრცელდება თუ არა საქართველოზე ვიზალიბერალიზაციის პირობები - ამის შესახებ ჰერჩინსკიმ MOVEMENT-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საქართველოსა და ევროკავშირს შორის საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, პირველ რიგში "გამჭვირვალობის კანონის" გამო.

ჰერჩინსკი წუხს, რომ ამის გამო საქართველოს ხალხს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, რაც, მისი თქმით, ევროკავშირის მიზანი არ არის.

"ჩვენ შევთანხმდით ვიზალიბერალიზაციაზე საქართველოსთან, მაგრამ გარკვეული პირობების დაცვით. ახლა კი, "გამჭვირვალობის შესახებ კანონის" მიღების შემდეგ, უნდა გადავამოწმოთ, კვლავ ვრცელდება თუ არა საქართველოზე ვიზალიბერალიზაციის პირობები. ექვსი თვით მის შეჩერებას წევრი ქვეყნების ხმების კვალიფიციური უმრავლესობის ნახევარზე ცოტა მეტი სჭირდება. არა ყველა წევრის, არამედ უმრავლესობის ხმა. და დარწმუნებული ვარ, რომ ის ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ჩემი პრობლემა, როგორც ევროკავშირის ელჩის არის ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შემთხვევაში, მოქალაქეები იზარალებენ, რადგან ისინი უკვე მრავალი წლის განმავლობაში სარგებლობენ თავისუფალი მიმოსვლის პირობებით. ხალხს მძიმე ფასის გადახდა მოუწევს, ეს კი ნამდვილად არ არის ევროკავშირის მიზანი. ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მისაღებია მომდევნო კვირებში",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.

მსგავსი სიახლეები