"სხვის შვილებს მომავალი გაუყიდე, შენი იტალიაში გაუშვი! - გორი-კასპის მაჟორიტარს ქუჩაში "მონა" ეძახეს
რუსული კანონის მხადამჭერ დეპუტატებს მოქალაქეები ღალატის აქტის ხელმოწერის გამო პასუხს სთხოვენ. ქართველი ხალხის სათქმელი გორი-კასპის მაჟორიტარ, გიორგი სოსიაშვილს ამჯერად ენმ-ს რეგიონალური ორგანიზაციის წევრმა უთხრა.
რუსულ კნაონზე რომ მოაწერე ხელი, არ გრცხვენია? სხვის შვილებს გაუყიდე მომავალი და შენი შვილი იტალიაში სასწავლებლად გაუშვი! შენ ხარ აგენტი, წურბელას სახელით გიცნობდნენ, კუდის აგენტი იყავი!, - უთხრა ვასილისა ჯაბახიძემ სოსიაშვილს.
პასუხად დეპუტატმა ჯაბახიძეს "აგენტი" უწოდა, გალანძღა და ტერიტორია დატოვა.
მონები მოიკითხე, შენსკენ, შე უწიგნურო!
ენმ-ს წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ყველგან, სადაც იმ ადამიანებს გადაეყრება, რომლებსაც საქართველოს გასაბჭოების მცდელობაში წვლილი მიუძღვით, "მონებს" უწოდებს.
მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებს, ახალგაზრდებს უკეტავენ გზას ევროპისკენ, რომ მათ განათლება მიიღონ, საკუთარი შვილი სოსიაშვილმა ამხანაგური და მეგობრული კავშირებით გააგზავნა იტალიაშ სასწავლებლად. თუ ასეთი ცუდია ევროპა და ამერიკა, რატომ გზავნიან ეს ადამიანები საკუთარ შვილებს ამ ქვეყნებში განათლების მისაღებად? გაგაზავნონ მოსკოვში, პეტერბურგში და იქ მიაღებინონ განათლება. თუკი სადმე შემხვდა კიევ სოსიაშვილი და არა მარტო სოსიაშვილი, ის ადამიანები, რომლებსაც საქართველოს გასაბჭოების მცდელობაშ რაიმე წვლილი აქვთ შეტანილი, აუცილებლად ყველას შევახსენებ, რომ ისინი "მონები" არიან, - ეუბნება ჯაბახიძე "პირველებს".
მას შემდეგ, არც ხელისუფლებამ რუსული კანონი მიიღო, არცერთ დღეს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. "ოცნების" დეპუტატებს ქართველი ხალხი პროტესტს ღიად უფიქსირებს.