"ფიცოს ბედის გაზიარებით" მუქარაზე, მზად ვარ დაინტერესებული ქვეყნის გამოძიებას მტკიცებულებები მივცე - კობახიძე

05.06.24 12:03
"ფიცოს ბედის გაზიარებით" მუქარაზე, მზად ვარ დაინტერესებული ქვეყნის გამოძიებას მტკიცებულებები მივცე - კობახიძე

 საქართველოს პრემიერი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებიდან მუქარაზე საუბრობს.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მზად არის "სლოვაკეთის პრეზიდენტის ბედის გაზიარებით" მუქარაზე,  დაინტერესებული ქვეყნის გამოძიებას მტკიცებულებები მისცეს.

"ბევრი რამით გვემუქრებოდნენ გასული დღეების განმავლობაში, მათ შორის სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით, რომელსაც ტყვია ესროლეს რამდენიმე კვირის წინ. ხო ახსნეს და ეს ახსნა უბედურება იყო ხომ?! ნახეთ როგორიც იყო ეს ახსნა [გეშინოდათ რომ მოგკლავდნენ? ასე დაგემუქრნენ?] არავითარ შემთხვევაში, მე არაფრის არ მეშინოდა, მე ვთქვი რითაც დამემუქრნენ. სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებით. დაგვემუქრნენ პირდაპირ ფორმით ფიცოს ბედის გაზიარებით. რაც შეეხება სლოვაკეთის პრემიერის საკითხს და შესაბამის მუქარას, ამასთან დაკავშირებით, თუ ექნება რომელიმე ქვეყანას ინტერესი, მზად ვარ რომ გამოძიებას მივცე ინფორმაცია და მტკიცებულებები. როცა საქმე ეხება მუქარას, სადაც გაჟღერდა სლოვაკეთის პრემიერის გვარი, თუ იქნება რომელიმე ქვეყნის მხრიდან ინტერესი, მზად ვარ გამოძიებას მივცე შესაბამისი ინფორმაცია და მტკიცებულება", - თქვა კობახიძემ. 

23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა.

„ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“ - წერს კობახიძე საგანგებო განცხადებაში.

ამ განცხადებიდან მალევე კი ევროკომისარმა ვარჰეიმ კობახიძე ტყუილშუ ამხილა.

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი პრემიერ ირაკლი კობახიძეს მათი სატელეფონო საუბრის დამახინჯებაში ადანაშაულებს

მსგავსი სიახლეები