თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, კეთილი ინებოს და დამიჯდეს საჯარო დისკუსიაში - კობახიძე რუსულ კანონზე
თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, კეთილი ინებოს და დამიჯდეს საჯარო დისკუსიაში - პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ რუსულ კანონზე ვერავინ ვერ წარმოადგინა არგუმენტები, მათ შორის ვერც გუშინ კონგრესში გამართულ მოსმენაზე.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, კეთილი ინებოს და დამიჯდეს საჯარო დისკუსიაში, ვერ ბედავენ, გაურბიან საჯარო დისკუსიას, მაინც აგრძელებენ დაუსაბუთებელ კრიტიკას, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სინამდვილეში არგუმენტები არ არსებობს.
გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, რევოლუციის პრევენციას არ აქვს ალტერნატივა, რევოლუციის პრევენციას საქართველოში არ აქვს ალტერნატივა, არეულობის პრევენციას არ აქვს ალტერნატივა და მეორე ფრონტის პრევენციას არ აქვს ალტერნატივა. ამ ყველაფერს ემსახურება კანონი გამჭვირვალობის შესახებ., - თქვა კობახიძემ.