"სასტიკად გაუსწორდნენ, ტანსაცმელი შემოახიეს" - ადვოკატი ბაბაევის დაკავებაზე

05.06.24 12:01
"სასტიკად გაუსწორდნენ, ტანსაცმელი შემოახიეს" - ადვოკატი ბაბაევის დაკავებაზე

რუსული კანონის მოწინააღმდეგე ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებულს ფიზიკური ანგარიშსწორების კვალი ეტყობა. ინტერესების დამცველი იმ კანონდარღვევებზე საუბრობს, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების და ჩხრეკის დროს მოხდა. 

დააკავეს 236 მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას. ჩაუდეს ერი პისტოლეტი და ერთი ავტომატი. ცეცხლსასროლი იარაღის ტყვიებს მისვამდნენ სხეულის სხვადასხვა ადგილებზეო ანუ ხელთათმანიანი ხელით პოლიციელი უსვამდა ტანზე, რომ სავარაუდოდ, დნმ-ის კვალი ამოსულიყო. დამსწრე არ დაასწრეს ჩხრეკის დროს, თვითონ მიიტანეს, განათავსეს ავტომანქანაში, შემდეგ დაიწყეს გადაღება, თითქოსდა პირველად გაჩხრიკეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ სასტიკად, ტანსაცმელი აბსოლუტურად შემოახიეს. თავზე, სახეზე აქვს დაზიანებები. მტკიცებულება გვაქვს, რომლითაც ჩვენ სიმართლეს დავამტკიცებთ. უსახელებდნენ, თვითონაც უსახელებდა, რომ მე ამათ გვერდში ვარ და ამის გამო ურტყამდნენ, რომ შენ ამათ გვერდში რა გინდა, - ამბობს ადვოკატი.

გორში  რუსული კანონის მოწინააღმდეგე ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი დააკავეს. ოფიციალურად გამოძიება რუსული კანონის მოწინააღმდეგეს იარაღის უკნანონო შენახვას ედავება, თუმცა ბრალდებული ირწმუნება, რომ ნივთმტკიცება სამართალდამცველებმა  ჩაუდეს. მისი დაკავების სპეცოპერაცია კი ოჯახის მტკიცებით,  რუსული კანონის წინააღმდეგ აქტიურობას და პროტეტს უკავშირდება.

მსგავსი სიახლეები