ქართველი ხალხის მოღალატეების მეგობრები ამერიკაში ვერ იქნებიან - სამადაშვილი

05.06.24 12:31
ქართველი ხალხის მოღალატეების მეგობრები ამერიკაში ვერ იქნებიან - სამადაშვილი

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, მთავარი გზავნილი კონგრესიდან იყო, რომ ჩვენს ბრძოლაში დემოკრატიული საქართველოსთვის გვყავს ისეთი მტკიცე მოკავშირე, როგორიც შტატებია.

სამადაშვილის თქმით,  ქართველი ხალხის მოღალატეების მეგობრები ამერიკაში ვერ იქნებიან.

მეგობრობას ქართველ ხალხს უწევს ამერიკის შეერთებული შტატები. ამიტომ, როდესაც ბოჭორიშვილი, წილოსანი და სხვები საკუთარი გადაწყვეტილებებით მიდიან ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მათ გასაგებად ეუბნება ამერიკის შეერთებული შტატები, რომ ცხადია, ქართველი ხალხის მოღალატეების მეგობრები ამერიკაში ვერ იქნებიან, რადგან ისინი არიან ქართველი ხალხის მეგობრები. მთავარი შეკითხვა, რომელიც ამ მოსმენაზე ბევრჯერ გაჟღერდა იყო, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ქართველი ხალხის დასახმარებლად. მთავარი გზავნილი ის კი არ არის, სანქციები როდის დაწესდება, ან რანაირად დაწესდება, არამედ ის, რომ ჩვენ ჩვენს ბრძოლაში დამოუკიდებელი, დემოკრატიული საქართველოსთვის გვყავს ასეთი მტკიცე მოკავშირეები და ასეთი მტკიცე მეგობრები", - ამბობს სამადაშვილი.

კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, საქართველოს საკითხს ("საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა") გუშინ განიხილეს. კომისიის სხდომას წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა.

რუსულ კანონზე მხარდამჭერი ყველა დეპუტატი წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენმა და MEGOBARI Act-ის ავტორმა ჯო უილსონმა კონგრესში ქართული დემოკრატიიისთვის ძირის გამომთხრელად მოიხსენია და თქვა, რომ თქვა, რომ მათთვის უნდა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები.

მსგავსი სიახლეები