ჩვენ ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ - პაპუაშვილი კონგრესში გამართულ მოსმენაზე
ჩვენ ვნახეთ ორი მოღალატე და არცერთი მეგობარი, ჩვენ ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის კონგრესში გუშინ გამართულ მოსმენას.
პაპუაშვილის თქმით, ნატალია საბანაძემ და ვანო ჩხიკვაძემ "საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს"
ეს არის საბოლოო დასკვნა, რაც შეიძლება გამოვიტანოთ გუშინდელი განხილვიდან. ჩვენ ვნახეთ 21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც საკუთარ სამშობლოს ასმენენ სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და რომლებმაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს დაკითხვის დროს სხვა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს. ამაზე დიდი სირცხვილი რა შეიძლება შეეყაროს ადამიანს, არ ვიცი. ასეთი შემთხვევები ვიცით ისტორიიდან და მაშინ ჩუმად ჩადიოდნენ სხვა გავლენიანი ქვეყნის დედაქალაქებში, სახეს იმალავდნენ, ღამით გადაადგილდებოდნენ. ჩუმად ჩაიპარებოდნენ, რომ საკუთარი ქვეყანა სხვა ქვეყნების მმართველებთან დაებეზღებინათ. დღეს ეს ყველაფერი ღია ეთერში ხდება.
ფაქტობრივად ქვეყანაში გვყავს კასტა, ოპოზიციის და ენჯეოების სიმბიოზი, რომელიც ჩვეულებრივი ორჯონიკიძეები არიან, კავშირი არ აქვთ ქართველ ხალხთან. თავიდან უცხო დროშაზე ადგნენ ფეხზე, შემდეგ უცხო ქვეყნის ჰიმნი იმღერეს, შემდეგ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსზე ააწყვეს თავისი დღის წესრიგი და ბოლოს უცხო ქვეყნის დედაქალაქში ჩავიდნენ და საკუთარი სამშობლო დაასმინეს., - აღნიშნა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ასევე ამერიკელების მიმართულებით თქვა, რომ საქართველოს ამერიკელი ხალხისთვის ბევრი აქვს გაკეთებული.
სამწუხაროდ, კონგრესში ანტიქართული განცხადებების ნიაღვარი ვნახეთ. ამერიკელ ხალხს 30 წელია ვაჩვენებთ მეგობრობას და გვერდში დგომას. ამერიკელი ხალხისთვის ბევრი გვაქვს გაკეთებული და ქართველი ხალხი გვერდში დაუდგა, მათ შორის საერთაშორისო მისიებში", - ამბობს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მსჯელობაში, რომელიც საქართველოში არსებულ ვითარებას შეეხებოდა, მონაწილეობა ფონდ "ღია საზოგადოების" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა ივანე ჩხიკვაძემ და საქართველოს ყოფილმა ელჩი ევროკავშირში ნატალია საბანაძემ მიიღეს.
კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე, საქართველოს საკითხს ("საქართველოს დემოკრატიისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა") გუშინ განიხილეს. კომისიის სხდომას წარმომადგენელთა პალატის კონგრესმენი და MEGOBARI Act-ის ავტორი ჯო უილსონი ხელმძღვანელობდა.
რუსულ კანონზე მხარდამჭერი ყველა დეპუტატი წარმომადგენელთა პალატას კონგრესმენმა და MEGOBARI Act-ის ავტორმა ჯო უილსონმა კონგრესში ქართული დემოკრატიიისთვის ძირის გამომთხრელად მოიხსენია და თქვა, რომ თქვა, რომ მათთვის უნდა დაწესდეს სავიზო შეზღუდვები.