"ოცნების" მორიგი ტყუილი - პრემიერის დაპირება, რომ ბათუმში სოციალურად დაუცველებს ბინებს გადასცემდა, სიცრუე აღმოჩნდა

05.06.24 13:31
"ოცნების" მორიგი ტყუილი - პრემიერის დაპირება, რომ ბათუმში სოციალურად დაუცველებს ბინებს გადასცემდა, სიცრუე აღმოჩნდა

პრემიერმა დღეს ბათუმში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "ოცნების ქალაქში" დროებით მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს ბინებს უსასუყიდლოდ გადასცემდა, თუმცა კობახიძის დაპირება ტყუილი აღმოჩნდა. პრემიერის წასვლის შემდეგ გაირკვა, რომ ბინა არათუ 525 ოჯახს, არამედ მხოლოდ ერთს გადაეცა, დანარჩენები კი სრულად გაურკვევლობაში დარჩნენ. 

სცენა, რომელიც სახელდახელოდ ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლისთვის დამონტაჟდა, იმ ბარაკებთან იყო ახლოს, სადაც გაჭირვებული მოქალაქეები ცხოვრობენ, თუმცა პრემიერი მათთან არ მისულა და არც ტერიტორია დაუთვალიერებია. ადგილი, სადაც პრემიერი სიტყვით გამოვიდა, სპეციალური დეკორატიული ფარდებით შემოსაზღვრეს. 

კორპუსი, სადაც ვითომ სოციალურად დაუცველები უნდა შეესახლებინათ, დაკეტილია და შიგნით არც მედიის წარმომადგენლები და არც მოქალაქეები შეუშვეს.

მოტყუებული ადამიანები ცდილობდნენ პასუხი თორნიკე რიჟვაძისგან მიეღოთ, თუ რატომ მისცა პრემიერმა მათ ცრუ დაპირება და რატომ არ გადაეცათ ბინები, თუმცა უშედეგოდ.

ერთი ოჯახისთვის მოვიდა ამდენი ადამიანი თბილისდან აქ? პრემიერ-მინისტრის ხმაც არგვესმოდა. ძალიან დიდი სირცხვილია, - ამბობენ მოქალაქები.

"პირველებმა" ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ჰკითხა, რატომ მოატყუეს ეს ადამიანები. ნაკაშიძე ამბობს, რომ ხალხი იქ არავის დაუპატიჟებია, ადამიანები ადგილზე თავისით მივიდნენ და თვის ბოლოს გაირკვევა ყველაფერი.  

მსგავსი სიახლეები