"თუ მთელ ამ სამყაროს მასონები და ტამპლიერები მართავენ, ვინ უნდა გამოიძიოს" - ზურაბ ჯაფარიძე კობახიძის განცხადებაზე

05.06.24 14:09
"თუ მთელ ამ სამყაროს მასონები და ტამპლიერები მართავენ, ვინ უნდა გამოიძიოს" - ზურაბ ჯაფარიძე კობახიძის განცხადებაზე

"თუ მთელ ამ სამყაროს მასონები და ტამპლიერები მართავენ, ვინ უნდა გამოიძიოს" - ასე ეხმაურება "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, ვარჰეის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ.

ჯაფარიძე პრემიერის განცხადებას სირცხვილს და სისულელეს უწოდებს.

ვინ უნდა გამოიძიოს, რომ მიმართავს. ჯერ ხომ გასაგებია, რამხელა სირცხვილია ასეთ სისულელეს რომ ლაპარაკობს ქვეყნის დე ფაქტო მინისტრი. თუ მთელ ამ სამყაროს მასონები და ტამპლიერები მართავენ, ვინ უნდა გამოიძიოს. ხომ არ არსებობს მათთვის სანდო ორგანო, რომელიც ამას გამოიძიებს და ესენი იტყვიან, რომ ახლა ამათმა რაღაც შედეგი დადეს. ის, რომ ამას აკეთებს, ეს უკვე ძალიან სასაცილოა. ვარჰეისთან, ევროკომისართან ჩანაწერი უნდა აჩვენოს ვიღაცებს, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებს. მე არ ვიზამდი ამას მაგის ადგილას", - ამბობს ჯაფარიძე.

საქართველოს პრემიერი დღეს ისევ მისი ლიკვიდაციის საქმეზე ალაპარაკდა. პრემიერი კობახიძე პრაქტიკულად საგამოძიებო უწყებებს ევროკომისარ ვარჰეის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას თხოვს. კობახიძე ამბობს, რომ მზად არის იმ ევროკომისრის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს ყველას, რომელიც დასავლეთში ამ ხელისუფლების ერთადერთი მოკავშირე იყო და რომელსაც ახლა ოლიგარქის პარტია მუქარაში ადანაშუალებს. 

მსგავსი სიახლეები