როცა სტრატეგიულ პარტნიორობაზე თანხმდები და ვერ ახერხებ, რომ გაეროში შენ სასარგებლოდ მისცეს ჩინეთმა ხმა, ეს არის მარცხი - ხიდაშელი
როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზე თანხმდები , ამხელა რისკებზე მიდიხარ ჩინეთთან ურთიერთობაში, იმასაც ვერ ახერხებ, რომ გაეროში შენ სასარგებლოდ მისცეს ხმა, ეს არის ყველაზე დიდი მარცხი და კატასტროფა, - ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი იმ ფაქტს, რომ გაეროში დევნილების შესახებ რეზოლუციას ჩინეთმა მხარი არ დაუჭირა და თავი შეიკავა.
ხიდაშელი საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს და ამბობს, საქართელო-ჩინეთის ურთიერთობაში ჩინეთის ინტერესები პრიორიტეტულია, ხოლო ჩვენი ქვეყნის ინტერესები "ძირს არის დანარცხებული".
მხარდაჭერაა, როდესაც ყოველ წელს მუდმივად აშშ ხმას აძლევს რეზოლუციას და ლობირებს უამრავ სახელმწიფოსთან, რომ ხმა მისცენ რეზოლუციას. მაშინ, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზე თანხმდები , ამხელა რისკებზე მიდიხარ ჩინეთთან ურთიერთობაში, იმასაც ვერ ახერხებ, რომ გაეროში შენ სასარგებლოდ მისცეს ხმა, ეს არის ყველაზე დიდი მარცხი და კატასტროფა, რაც კი საგარეო ფრონტზე შეიძლება დაგვემართოს. ერთიანობაში გავქვს უკიდურესად ნეგატიური ბალანსი ჩინეთთან ურთიერთობაში, სადაც ჩინეთის ინტერესები არის არა უბრალოდ პრიორიტეტული, არამედ თავს მოხვეული ზე ზედმეტობით და საქართველოს ინტერესები მიწაზეა დანარცხებული, - ამბობს ხიდაშელი.
საქართველოს ახალმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩინეთმა გაეროში „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის კენჭისყრა 4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.