"თავშეკავება თანხმობას არ ნიშნავს" - ნინო კალანდაძე გაეროში ჩინეთის პოზიციაზე

05.06.24 13:58
 "თავშეკავება თანხმობას არ ნიშნავს" - ნინო კალანდაძე გაეროში ჩინეთის პოზიციაზე

 "თავშეკავება თანხმობას არ ნიშნავს", - ასე აფასებს ფონდ „ჭავჭავაძის ცენტრის“ დირექტორი ნინო კალანდაძე იმ ფაქტს, რომ გაეროში დევნილების შესახებ რეზოლუციაზე მხარდაჭერისგან ჩინეთმა თავი შეიკავა. ექსპერტი "ქართულ ოცნებას" ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გამო აკრიტიკებს და ხელისუფლებას სახელმწიფო ინტერესების უგგულებელყოფაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ჩინეთთან ურთიერთობა ქვეყანას ხელს არც პლიტიკურად და არც ეკონომიკური თვალსაზირით აძლევს და ამით, მხოლოდ ივანიშვილი და მისი გარემოცვა ხეირობს. 

„ქართული ოცნების" მახასიათებელი ნიშანი ღალატთან ერთად თუ შეიძლება რამე იყოს, ეს არის მათი უსინდისო, უტიფარი და შუბლის ძარღვგაწვეტილი პოზიცია თავის სახელმწიფოებრივ ინტერესებთან მიმართებით. თავშეკავება საერთოდ არ იარსებებდა ეს რომ თანხმობას ნიშნავდეს. ეს არ ნიშნავს თანხმობას, ეს ნიშნავს თავშეკავებას ანუ ისინი საქართველოს პოზიციას არ იზიარებენ. ჩვენ ჩინეთთან არ გვაქვს ორმხრივი ურთიერთობა, ჩვენ გვაქვს ცალმხრივი ურთიერთობა, რომელსაც ჩინეთი უზურპაციის გზით იყენებს და გამოიეყენსბ, ხოლო საქართველო ამის სანაცვლოდ არაფერს მიიღებს. ბიძინა ივანიშვილი მიიღებს ფულებს და მასთან დაახლოებული პირები, მაგრამ საქართელოს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან ეს არც პოლიტიკურად და არც ეკონომიკურად ეს არანაირ კავშირში არ არის, - ამბობს ნინო კალანდაძე. 

საქართველოს ახალმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ჩინეთმა გაეროში „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. რეზოლუციის კენჭისყრა  4 ივნისს, ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გაიმართა.   

მსგავსი სიახლეები