"შეიძლება, ვარჰეიზე ძებნაც გამოაცხადონ" - რას ურჩევს მწარიაშვილი კობახიძეს?

05.06.24 15:27
"შეიძლება, ვარჰეიზე ძებნაც გამოაცხადონ" - რას ურჩევს მწარიაშვილი კობახიძეს?

"სიგიჟეები არ აინტერესებთ სხვა ქვეყნებში, სიგიჟეები აინტერესებთ ამ ქვეყანაში" - მაია მწარიაშვილი ირაკლი კობახიძეს ურჩევს, სხვა ქვეყნის საგამოძიებო უწყებებს შეეშვას და ქართულ მართლმსაჯულებას მიმართოს.

ყოფილი პროკურორი მოვლენების განვითარების ნებისმიერ სცენარს უშვებს და ამბობს, რომ შესაძლებელია, ევოკომისარ ვარჰეიზე კობახიძის ბრძალებით ძებნაც კი გამოაცხადონ. 

ვურჩევდი, რომ მიმართოს წერილობით. დაიწყოს პროკურატურამ გამოძიება. შემდეგ პროკურატურამ პასუხისგებაში უნდა მისცეს, სავარაუდოდ, ვარჰეი, რადგან მისი განცხადებით მუქარა ვარჰეისგან მოდიოდა. ვარჰეი უნდა მისცენ პასუხისგებაში, უნდა დაიბარონ დაკითხვაზე, ან ბრალის ჩასაბარებლად და სავარაუდოდ, ამ ქვეყანაში არ გამოცხადდება. შემდეგ შეუძლიათ, რომ მასზე გამოაცხადონ ძებნა. თავისთავად ცხადია, ინტერპოლის საშუალებით ვერ გამოაცხადებენ ძებნას, მაგრამ მაინც გამოაცხადონ ეს ძებნა საქართველოს მასშტაბით და შეიძლება კიდევ ირანში, რუსეთში და რომელიმე ამდაგვარ ქვეყანაში. შემდეგ შეუძლიათ, ამ დაუსწრებელი ბრალით სასამართლოში გააგზავნონ საქმე ვაჰრეის და სხვა შეთქმულების წინააღმდეგ. რომელი ჩვენი სასამართლო არ დაადგენს დაუსწრებლად განაჩენს. ამაზე მეტი ირონია და სარკაზმი აღარ ვიცი, მაგრამ ეს ამ ქვეყანაში არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი ამბავი. განაჩენსაც დაადგენს და სამივე ინსტანციაში ძალაში დარჩება. ამიტომ ვურჩევ, ამ გზით წავიდნენ", - ამბობს მწარიაშვილი.

საქართველოს პრემიერი დღეს ისევ მისი ლიკვიდაციის საქმეზე ალაპარაკდა. პრემიერი კობახიძე პრაქტიკულად საგამოძიებო უწყებებს ევროკომისარ ვარჰეის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას თხოვს. კობახიძე ამბობს, რომ მზად არის იმ ევროკომისრის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს ყველას, რომელიც დასავლეთში ამ ხელისუფლების ერთადერთი მოკავშირე იყო და რომელსაც ახლა ოლიგარქის პარტია მუქარაში ადანაშუალებს. 

23 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას დაემუქრა.

„ხომ ნახეთ ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“ - დაწერა კობახიძე საგანგებო განცხადებაში.

ამ განცხადებიდან მალევე კი ევროკომისარმა ვარჰეიმ კობახიძე ტყუილში ამხილა და მათი საუბრის დამახინჯებაში დაადანაშაულ

მსგავსი სიახლეები