კობახიძე ვარჰეის წინააღმდეგ - დაიწყებს თუ არა ძალოვანი უწყება გამოძიებას პრემიერის განცხადების საფუძველზე?
სანქციების შიშმა, საქართველოს მთავრობა სხვა ენაზე აალაპარაკა. პრემიერი დღეს საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენას ცდილობდა. ორი კვირის წინ აგორებული კამპანია, რომელმაც დიდი რეზონანსი ვერ მოიპოვა, დღეს კობახიძემ თავიდან გააცოცხლა. ამბობს, რომ აქვს მტკიცებულება, რომ ევროკომისარი ნამდვილად დაემუქრა. ამან კი გააჩინა ეჭვი, რომ რეჟიმი არა მხოლოდ საკუთარ მოქალაქეების არამედ უკანონოდ ევროკავშირის ლიდერებთან საუბარსაც კი იწერს.
შესაძლო ლიკვიდაციის სკანდალს კობახიძე რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ თავიდან მიუბრუნდა და იმაზე მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე აქამდე. პრემიერი თავისი განცხადებებით პრაქტიკულად მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, რომ დაინტერესდნენ მისი სავარაუდო მკვლელობის საქმით და დაიწყონ გამოძიება.
"პირველებს" წყარო უყვება, რომ კობახიძის ამ დაჟინებულ მოთხოვნას შეეწირა ირაკლი შოთაძის პოსტი. ყოფილი პროკურორისთვის ეს ყველაფერი იმდენად დიდი აბსურდის საქმე იყო, რომ თანამდებობიდან წასვლა ამჯობინა.