ხმაური მთავრობის ადმინისტრაციასთან - აქტივისტების თქმით, ვაჟა სირაძე მათ დაკავებით დაემუქრა
ხმაური მთავრობის ადმინისტრაციასთან - რუსული კანონის მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო.
"დაფიონის" თქმით, ისინი პოლიციელებს ეუბნებოდნენ, რომ მორალურად გაუმართლებელია ის, როგორც საპოლიციო ძალები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ იქცევიან. რა დროსაც, პოლიციის მაღალჩინოსანი, ვაჟა სირაძე აქტივისტთან მივიდა და უთხრა, რომ მსგავსი განცხადებების შემთხვევაში შემდეგ ჯერზე დააკავებდნენ.