იღებენ თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თუ ქვეყანა აშშ-ისგან ფინანსურ დახმარებას დაკარგავს? - მინისტრები კითხვებს არ პასუხობენ

06.06.24 11:49
იღებენ თუ არა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, თუ ქვეყანა აშშ-ისგან ფინანსურ დახმარებას დაკარგავს? - მინისტრები კითხვებს არ პასუხობენ

დარჩება თუ არა ქვეყანა ამერიკული დახმარების გარეშე? -  მინისტრთა კაბინეტის წევრები ვაშინგტონის მიერ "ქართული ოცნებისთვის" მიცემულ გაფრთხილებაზე კომენტარს არ აკეთებენ. 

ჯანდაცვის მინისტრმა "პირველებთან" თქვა, რომ ცაკლე კომენტარებს არ აკეთებს. 

არა, ასე ცალკე არ ჩაგეწერებით, თქვენი კამერის თავლწინ რამდენიც არ უნდა ილაპარაკოთ, ამაზე ასე ცალკე პასუხს არ გაგცემთ. მადლობა რომ მომმართეთ, გავიგე, დავასრულოთ. გარკვევით გითხარით თქვენ კი დასკვნებს როგორი სურვილიც გაქვთ ისეთს გააკეთებთ, რა აზრი აქვს ლაპარაკს"- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

390 000 000 -იანი დახმარების შესაძლო შეჩერებაზე არ ისაუბრა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმაც. კითხვაზე, იღებს თუ არა პასუხისმგებლობას, მოსალოდნელ სანქციებზე, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილმა "პირველების" კამერასთან დუმილი არჩია.  

დარჩება თუ არა ქვეყანა ამერიკული დახმარების გარეშე? - ვაშინგტონმა "ქართულ ოცნებას" ფინალური გაფრთხილებაა მისცა. "ნახავთ უფროო მეტს და მოისმენთ უფრო მეტს" - ამბობს სახელმწიფოო დეპარტამენტისას პრეს-სპიკერი.

სასწორზე ახლა  მილიონობით დოლარი დევს, რომლითაც შტატები საქართველოს წლობით ეხმარებოდა, თუმცა ირკვევა, რომ რუსული კანონის მიღების გამო ფინანსური დახმარების ეს  პროექტი განხილვაშია.

ივანიშვილის პარტიას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ გზავნილები ვაშინგტონიდან არ არის მხოლოდ რიტორიკაა და იქნება პოლიტიკური შედეგებიც.

მსგავსი სიახლეები