"ოცნების" ცულით შეიარაღებული დეპუტატები დადიან და ჩეხავენ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მათთვის არასასიამოვნო კითხვას სვამენ" - მაკა ჩიხლაძე

06.06.24 15:53
"ოცნების" ცულით შეიარაღებული დეპუტატები დადიან და ჩეხავენ იმ ჟურნალისტებს, რომლებიც მათთვის არასასიამოვნო კითხვას სვამენ" - მაკა ჩიხლაძე

"ოცნების" ცულით შეირაღებული დეპუტატები დადიან და ჩეხავენ ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებსაც მათთვის არასასიამოვნო კითხვის დასმა მოუნდებათ - ამის შესახებ "ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძებელმა ჟურნალისტმა, მაკა ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძე დეტალურად იხსენებს იმ დღეს პარლამენტში, როდესაც გურამ მაჭარაშვილი ბიძნა ივანიშვილზე დასმულმა კითხვამ წყობიდან გამოიყვანა, რასაც საბოლოოდ, საკანონმდებლო ორგანოში მისი ერთი თვით დასანქცირება მოჰყვა.

სანქცირებას ვერ დავარქმევდი იმას, რაც პარლამენტში ხდება. რეალურად, "ოცნების" ცულით შეირაღებული დეპუტატები დადიან და ჩეხავენ ყველა იმ ჟურნალისტს, რომლებსაც მათთვის არასასიამოვნო კითხვის დასმა მოუნდებათ. კომფორტის ზონა აქვთ შექმნილი პარლამენტში, ამის ნათელი დადასტურებაა ჩემი შემთხვევა, როდესაც გურამ მაჭარაშვილს წინასწარშეთანხმებით ვთხოვე ინტერვიუს ჩაწერა, ის გამოვიდა და როგორც კი კითხვა დავსვი ბიძინა ივანიშვილზე, მაშნვე წყობიდან გამოვიდა, მოიმარჯვა ტელეფონი, მითრა, რომ უკვე მე მის ნებას ვეწინააღმდეგებოდი და უნდა დამეტოვებინა პარლამენტი და იმისთვის, რომ ვაგრძელებდი კითხვის დასმას, აუცილებლად დამაჯარიმებდა და ასეც მოხდა, ერთი თვის შეზღუდული მაქვს პარლამენტში შესვლის უფლება". - ამბობს მაკა ჩიხლაძე. 

 

 

"ნოდარ მელაძის შაბათის" ჟურნალისტებს, მაკა ჩიხლაძეს და ნატა ქაჯაიას პარლამენტში შესვლა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების, გურამ მაჭარაშვილის და სოზარ სუბარის მოთხოვნით, შეუზღუდეს.

გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ ჟურნალიტი, რომელიც დეპუტატს არ ემორჩილება, თავად იჩერებს აკრედიტაციას.

ჟურნალისტი, რომელსაც არ სურს დაემორჩილოს პარლამენტში არსებულ წესებს, არ სურს დაემორჩილოს დეპუტატის თხოვნას, ის თვითონ იჩერებს ამ აკრედიტაციას. დეპუტატი ვალდებულია უპასუხოს კითხვას, ეს მითი ვინ მოიგონა?- ამბობს მაჭარაშვილი. 

 

 

 

რაც შეეხება სოზარ სუბარის მიერ ნატა ქაჯაიას დასანქცირებას, "ხალხის ძალის" დეპუტატი ამბობს, რომ დოკუმენტში, რომელიც ტელევიზიას 10 დღის შემდეგ ჩაბარდა, მისი გვარი და სახელი მითითებული იყო, არადა წერილში ანონიმად იყო მოხსენიებული ის დეპუტატი, რომელმაც "მელაძის შაბათის" გამომძებელ ჟურნალიტს პარლამენტში აკრედიტაცია შეუჩერა და მხოლოდ პარლამენტთან კომუნიკაციის შემდეგ გაირკვა, რომ ანონიმი დეპუტატი სოზარ სუბარია.

 ანონიმური როგორ იქნებოდა, როცა ჩემი სახელით იყო შესული. სხვათაშორის მარტო ჩემი სახელით არ იყო შესული, იმ დღეს რამდენიმე ადამიანმა დაწერა. ეთიკის წესებსი დაცვა ყველას მოვალეობაა და როცა პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანება არსებობს, ამას უნდა დაემორჩილოს ყველა. მითუმეტეს, მე ვუთხარი, რომ 15 წუთში ვიქნები ჟურნალისტებთან და ყველა კითხვას გავცემ პასუხოს", - ამბობს სუბარი.

მაკა ჩიხლაძეს და ნატა ქაჯაიას პარლამენტში მუშაობის აკრედიტაცია ერთი თვით შეუჩერეს.

 

მსგავსი სიახლეები