თუ თავდაცვის კუთხით აპირებენ რაიმეს შემცირებას ეს დამაზიანებელი იქნება აშშ-სთვისაც - ირაკლი კობახიძე
რაც შეეხება თავდაცვის სფეროს, თუ რამის შემცირებას აპირებენ, ეს თანაბრად იქნება დამაზიანებელი როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე ამერიკული მხარის ინტერესებისთვის - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება არის თანაბრად მნიშვნელოვანი როგორც ქართული მხარისთვის, ასევე ასშ-სთვის.
თავდაცვას რაც შეეხება, თავდაცვის სფეროში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობის გაგრძელება, უფრო მეტიც გაღრმავებაც. აქ მკაფიოდ ვიტყვი ერთ რამეს, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაგრძელება არის თანაბრად მნიშვნელოვანი როგორც ქართული მხარისთვის, ასევე ამერიკული მხარისთვის. აქედან გამომდინარე, მე არ ვიცი, თუ ამ კუთხით აპირებენ რაიმეს შემცირებას, ეს თანაბრად იქნება დამაზიანებელი როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, ასევე ამერიკული მხარის ინტერესებისთვის. მგონია, რომ ყველამ უნდა იმოქმედოს პრაგმატულად, ეს არის ჩემი მოწოდება ყველას მიმართ. ჩვენი ინტერესი და სურვილია, რომ გაჯანსაღდეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები"- თქვა კობახიძემ.
პრემიერი დღეს ამტკიცებდა იმასაც, რომ საქართველოს ხელისუფლებას შანტაჟის ენით ესაუბრებბიან.
ირაკლი კობახიძის სამიზნე დღესაც NGO-ები იყვნენ. მთავრობის მეთაური ამტკიცებს, რომ ის NGO-ების დაფინანსებას ნამდვილად ვერ დაარქმვდა ამერიკულ დახმარებას:
მე მახსოვს ერთ-ერთი კონფერენცია გაიმართა, რომელი წელი იყო ზუსტად არ მახსოვს, ალბათ, 2018-2019 წელი, ეს კონფერენცია ეხებოდა დათქმებით საგარეო დახმარების გაწევის პერსპექტივას და მაშინდელმა ელჩმა იან კელიმ გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ამერიკის შემთხვევაში დათქმებს არ ჰქონდა მაინც და მაინც დიდი დატვირთვა, გამომდინარე იქიდან, რომ ამერიკული დახმარება არსებითად ხორციელდებოდა NGO-ების მეშვებით. აქედან თავად შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნები, როდესაც საქმე ეხება NGO-ების დაფინანსებას, მე ამას ნამდვილად ვერ დავარქმევდი დახმარებას"- თქვა მან.