"ანგარიშში ბევრი სხვა ტყუილია. ალბათ, არ დავესწრებით პრემიერის გამოსვლას" - სამადაშვილი
„არ მიკვირს, რომ პრემიერი, რომლის ერთადერთი ამოცანა არის რუსეთის ყველა დავალების შესრულება, არ საუბრობს საერთოდ ანგარიშში ოკუპაციის თემაზე,“ - ამ განცხადებას „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი აკეთებს.
სამადაშვილი პრემიერის ანგარიშს ეხმაურება, სადაც ვერ მოხვდა რუსეთი, როგორც ოკუპანტი ქვეყანა და არც ოთხოზორია-ტატუნაშვილის შესახებ არის საუბარი.
როგორც სამადაშვილი ამბობს, ლელო, სავარაუდოდ, პრემიერის ანგარიშის მოსმენას პარლამენტში არ დაესწრება.
ამ ანგარიშში ბევრი სხვა ტყუილია სამაგიეროდ ნათქვამი, როგორიც არის ის, რომ თითქოს მისი ხელისუფლების დღის წესრიგი არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის სწრაფად წარმართვა, როდესაც იგივე ხელისუფლებამ შეუძლებელი გახადა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება, როდესაც მიიღო რუსული კანონი და სწორედ იმიტომ, რომ ეს არის აბსურდის თეატრი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალბათ, არ დავესწრებით მის გამოსვლას,“ - ამბობს სამადაშვილი.