ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს. უვიზო რეჟიმის გაუქმების ალბათობა არის, თუმცა დაბალია - ჰერჩინსკი
"უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების ალბათობა არის, თუმცა დაბალი, სწორედ იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეეხება", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში ჰაველ ჰერჩინსკი აკეთებს.
რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, ელჩი ამბობს, რომ ამაზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უნდა შეთანხმდნენ.
მე არა ერთხელ განმიცხადებია და გადამიცია შესაბამისი მოწოდებები ევროკავშირშიც, რომ ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს და საფასური გადაიხადოს იმისთვის, რაც მათ არ გაუკეთებიათ. პირიქით, ისინი აპროტესტებდნენ და ამ პროტესტს ჩვენ ახლაც ვხედავთ. აქედან გამომდინარე, უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმების ალბათობა არის, თუმცა დაბალი, სწორედ იმიტომ, რომ ეს, პირველ რიგში, ჩვეულებრივ მოქალაქეებს შეეხება.
რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, აქ თამასა მაღალია, გამომდინარე იქიდან, რომ ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნებმა კონსენსუსით უნდა მიიღონ. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს სახელებს. ეს სახელები კი წევრმა სახელმწიფოებმა უნდა წარადგინონ, რომელსაც ყველა უნდა დათანხმდეს. მე თუ შემეკითხებით, ეს ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი," - ამბობს ელჩი.
როგორც ელჩი ამბობს, რუსული კანონის მიღება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე აისახება, შედეგები კი 27 სახელმწიფოს გადაწყვეტილებაზეა დამოუკიდებული.
"ყველა ვარიანტი ზუსტადაც ყველა ვარიანტს ნიშნავს. წევრი სახელმწიფოები სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ," - ამბობს ელჩი და განმარტავს, რომ საპასუხო ზომებზე ევროკავშირის წევრი ქვეყნები მსჯელობენ.
ჩვენდა სამწუხაროდ, კანონი საბოლოოდ ამოქმედებულ იქნა. ჩვენ 27 წევრ სახელმწიფოს შორის შიდა განხილვა დავიწყეთ შედეგებზე. წევრმა ქვეყნებმა ევროკავშირის ინსტიტუტებს სთხოვეს, სხვადასხვა ზომების “მენიუ” მოამზადონ, რომლებიც როგორც შედეგები შეიძლება იქნას წარდგენილი.
როგორც ევროკომისიის პრეზიდენტისგან ურსულა ფონ დერ ლაიენისგან გაიგეთ, ყველა ვარიანტი განიხილება. ყველა ვარიანტი ზუსტადაც ყველა ვარიანტს ნიშნავს. წევრი სახელმწიფოები სხვადასხვა ვარიანტებს განიხილავენ. იმედი მაქვს, რომ 24 ივნისს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრები კიდევ ერთხელ გამართავენ შეხვედრას ლუქსემბურგში, ისინი გადაწყვეტილების მიღების პოზიციაში იქნებიან თუ რა ვარიანტები მიიღონ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ასევე გამოაცხადა, რომ ევროპული საბჭო რამდენიმე დღის მერე, ივნისის ბოლოს, ასევე განიხილავს საქართველოს საკითხს. ასე რომ, მოველი, რომ ლიდერების კი განიხილავენ ვარიანტებს და ამის შემდეგ ისინი გადაწყვეტენ.
ჩვენს მხრივ, თუ რისი მიღწევა გვსურს, ნამდვილად არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დავსაჯოთ. ასე რომ, ყველა ვარიანტი ყველა ვარიანტს ნიშნავს, მათ შორის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ უნდა მოხდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მე ისეთ პოზიციაში არ ვარ, რომ გითხრათ ეს მოხდება თუ არა. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ევროკავშირის 27-მა წევრ სახელმწიფოზეა დამოკიდებული”, - განაცხადა ჰერჩინსკიმ.