სანქციების შიშით გაშიშვლებული "ოცნება" - ივანიშვილის გუნდი სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გადახედვაზე ალაპარაკდა

06.06.24 20:01
სანქციების შიშით გაშიშვლებული "ოცნება" - ივანიშვილის გუნდი სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გადახედვაზე ალაპარაკდა

 

პანიკამ სანქციების გამო ოლიგარქის რეჟიმი ბოლომდე გააშიშვლა. პირველად ქვეყნის ისტორიაში ივანიშვილის ხელისუფლება სტრატეგიულ პარტნიორთან 33 წლიანი ურთიერთობის გადახედვაზე ალაპარაკდა. "ოცნება" ქვეყნისთვის დამღუპველ მოქმედებებს აანონსებს. თქვა კალაძემ და გაიმეორა კობახიძემ - ოლიგარქის   მთავრობამ ამერიკასთან შანტაჟის ენაზე საუბარი გადაწყვიტა. ეს კი იმიტომ,  რომ შტატებიდან რუსული კანონის გამო უმძიმესი პოლიტიკური  შედეგია დაანონსებული. 

სანქციები  ყველას კარს მიადგა.  შეზღუდვების პაკეტზე შტატებში თითქმის ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს. დაანონსებულია ინდივიდუალურ პირებზე სავიზო შეზღუდვები, ფინანსური სანქციები და ქონების გაყინვაც კი. ეს რაც რუსული კანონის მხარდამჭერებს ეხებათ, თუმცა მათი რუსული პოლიტიკის გამო ქვეყანასაც მძიმე ფასის გადახდა მოუწევს.  საუბარია ასობით მილიონის დაკარგვაზე და იმ სამხედრო დახმარების  შეჩერებაზე, რაზეც პრაქტიკულად ქართული ჯარი დგას.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები