სად არის ბიძინა ივანიშვილი?

06.06.24 20:11
სად არის ბიძინა ივანიშვილი?

 

ხუთჯერ დასმული კითხვა და არცერთი პასუხი. ირაკლი კობახიძეს დღეს ესმოდა ყველაფერი, ერთადერთის გარდა - სად არის ბიძინა ივანიშვილი.  ეს ერთი უწყინარი კითხვა პრემიერისთვის იმდენად  დიდი უხერხულობა აღმოჩნდა, რომ ბოლოს მედიას გაექცა.  არადა კობახიძე ის   გამონაკლისია,  ვისაც ივანიშვილი ტელეფონით ეკონტაქტება, მაგრამ  ოლიგარქისგან სავარუდოდ მხოლოდ მითითებებს ისმენს.  პარტიის საპატიო თავმჯდომარე  დიდი ალბათობით არც კი თვლის საჭიროდ ქვეყნის პრემიერს მისი ადგილსამყოფელი უთხრას

პოლიტიკაში ოფიციალურად მესამდე მობრუნებული ივანიშვილი ბოლოს  საჯაროდ  29 აპრილს, ანტიევროპულ აქციაზე გამოჩნდა. ამის შემდეგ ოლიგარქის კვალი ისევ ქრება.  სანქციების შიშმა როგორც ჩანს  ივანიშვილამდეც მიაღწია. ოცნების  საპატიო  თავმჯდომარე დირექტივებს ისევ პოლიტიკური კულისებიდან გასცემს და ამ ფორმით  ცდილობს  ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე მთელი პასუხისმგებლობა მის მორჩილებაში მყოფ პოლიტიკურ გუნდს  გადააკისროს. ის ვისაც ივანიშვილთან თანამშრომლობის ბევრი წელი აკავშირებს, ამბობს, რომ მძიმე პოლიტიკურ პერიოდში გაუჩინარება   ოლიგარქის ცნობილი ხელწერაა.

დეტალები ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები