მურუსიძის განსაცდელი - ამოქმედდა თუ არა ახალი სანქციები ამერიკის მიერ უკვე დასანქცირებული მოსამართლეების მიმართ?

06.06.24 20:22
მურუსიძის განსაცდელი - ამოქმედდა თუ არა ახალი სანქციები ამერიკის მიერ უკვე დასანქცირებული მოსამართლეების მიმართ?

 

ამოქმედდა თუ არა ახალი სანქციები ამერიკის მიერ უკვე დასანცირებული მოსამართლეების მიმართ. გავრცელებული ინფორმაციით ლევან მურუსიძე მიუნხენში არ შეუშვეს. ეს კი ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების შემდეგ სასამართლო კლანისთვის ევროკავშირის საზღვრებიც იკეტება. თავად მურუსიძე დღეს მედიისთვის მიუწვდომელია. რუსული კანონის მიღების შემდეგ სასამართლო სისტემაში დიდი პანიკაა. მდიდარი მოსამართლეები ქონების გადარჩენისთვის იბრძვიან.

მათ შორის გიორგი მიქაუტაძეც, რომელიც თბილისის ყოფილი პროკურორის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივის. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მაია მწარიაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. სასამართლო დავა მიქაუტაძემ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მაია მწარიაშვილი მოსამართლის საეჭვო ქონების შესახებ  ალაპარაკდა. თბილისის ყოფილ პროკურორს ეჭვი აქვს, რომ შემოსავლების დასაბუთებისთვის გიორგი მიქაუტაძემ მშობლის ფინანსური დოკუმენტები გააყალბა.

მსგავსი სიახლეები