"შემაშფოთებელია" - ეუთოს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში კრიტიკული მედიის შეზღუდვაზე

06.06.24 18:56
"შემაშფოთებელია" - ეუთოს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში კრიტიკული მედიის შეზღუდვაზე

ეუთოს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში ტერეზა რიბეირო შემაშფოთებელს უწოდებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატების გადაწყვეტილებას ჟურნალისტების - ნატა ქაჯაიას, მაკა ჩიხლაძის, ნინი ბალანჩივაძისა და სოფო გოზალიშვილის აკრედიტაციის შეჩერების შესახებ.

ეს გადაწყვეტილება აფერხებს საჯარო დებატებსა და კრიტიკულ კონტროლს, რაც აუცილებელია დემოკრატიული პროცესისთვის“, - წერს რიბეირო X-ზე.

ბოლო სამ დღეში სამი კრიტიკული არხის ჟურნალისტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დაასანქცირეს:

"ნოდარ მელაძის შაბათის" ორი ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ნატა ქაჯაია საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა გურამ მაჭარაშვილმა და სოზარ სუბარმა დაასანქცირეს და თითო-თითო თვე მათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აეკრძალათ.

დასანქცირებულია "მთავარი არხის" ჟურნალისტი ნინო ბალანჩივაძე. მას ნინო წილოსანის საჩივრით 1 თვე პარლამენტში შესვლა აეკრძალა.

დასანქცირებულ ჟურნალისტთა შორის არის "ფორმულას" ჟურნალისტი სოფო გოზალიშვილი, რომელიც ასევე ნინო წილოსანმა დაასანქცირა და მას ამჯერად 6 თვით აეკრძალა პარლამენტში შესვლა. 

მსგავსი სიახლეები